LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიკო მაცუის კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება

6

ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი და პიანისტი, კეიკო მაცუი სულ მალე ჩვენს ქვეყანას ეწვევა. იგი 8 ნოემბერს ესტუმრება დედაქალაქს და თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს.

კონცერტი „ალექს პრომოუშენის“ ორგანიზებით ტარდება, რომლის გენერალურმა მენეჯერმა და მთავარმა პროდიუსერმა, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ „არტ FM”-თან საუბარში აღნიშნა, რომ  კეიკო მაცუი სულმოუთქმელად ელოდება ქართველ მსმენელთან შეხვედრას და  კონცერტზე მოსალოდნელია სურპრიზებიც.

2 წლის წინ „ისთენ ფრომოუშენმა” საქართველოში  ჩამოიყვანა კეიკო მაცუი, რომელიც ქართველი მსმენელის წინაშე  „ივენთ ჰოლში” წარსდგა . იმდენად კარგად შეხვდა აუდიტორია მას, რომ ვარსკვლავი ჩვენს დედაქალაქს  კიდევ ერთხელ  დიდი სიამოვნებით სტუმრობს. იმასაც გეტყვით, რომ კეიკო აღაფრთოვანა ქართულმა ჭაჭამ და მასზე თბილისის სახელმწიფო დარბაზში  სიმღერაც კი დაწერა. მუსიკოსმა ამერიკის ტურნე  24 ოქტომბერს დაასრულა, შემდეგ უკრაინაში ჩაატარა კონცერტები და 8 ნოემბერს თბილისში დასკვნითი კონცერტი ექნება.

კეიკო მაცუი საღამოზე  ყველა თავის ნაწარმოებს შეასრულებს. გარდა ამისა, იქნება საინტერესო სიახლე, მას  ჩამოჰყავს უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი კამოლოდინ ურინბაევის დირიჟორობით. კომპოზიტორს არანაირი  განსაკუთრებული  მოთხოვნები არ აქვს. ის შეასრულებს თავის 12 ნაწარმოებს. დარჩენილია ბილეთების შეზღუდული რაოდენობა.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები