LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია შამუგია: „ფორტუნაში ისეთ მწვერვალზე ახვალთ, რომელსაც არ ელოდით“

„დღეს ისეთი დღეა – საკუთარი დაბადების დღე მგონია. მგონია, რომ განსაკუთრებულად უნდა გამოვიყურებოდე. ვინც ჯერ კიდევ არ შეხებია ამ სფეროს და არ იცის, პირდაპირ ვეტყვი, ძალიან ბევრი დაუკარგავს. ეს ისეთი შრომატევადი სამუშაოა და იმდენად საპასუხისმგებლო, თუ ამისთვის მზად არ ხარ, ჯობია, მიზნადაც არ დაისახონ. დახვეწილ მეტყველებას, გამართულ საუბარს და ინტელექტს ვერაფერი შველის, თუ არა ბევრი სწავლა, ბევრი კითხვა და ამ ცოდნის სწორად გამოყენება. ვინც აპირებს ჰოლდინგს „ფორტუნა“ საკუთარი მომავალი დაუკავშიროს, თუ იქ აპირებთ მუშაობის დაწყებას – ჩათვალეთ, ძალიან დაგიფასდებათ. ისეთ მწვერვალზე ახვალთ, რომელსაც თავადაც არ ელოდით. „ფორტუნაში“ ისეთი გუნდი გხვდება, არ შეიძლება არ იყო წარმატებული. ყველას ერთმანეთი უყვარს, ყველა ერთმანეთს ეხმარება. სამი მუშკეტერი წავიკითხე – ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის, მაგრამ ასეა. დღემდე, განსაკუთრებულია ჩემთვის ფორტუნა და განსაკუთრებულად ვემზადები თქვენთან მოსასვლელად. ეს არის უდიდესი გამოცდილება, ნებისმიერ სფეროში. როდესაც მუშაობ რადიო „ფორტუნაში“ ეს ხომ არ არის რადიო, სადაც უბრალოდ გამოაცხადებ რაღაცას და დაასრულებ. ეს არის წვდომა ყველაფერთან, ზღვა ინფორმაცია. „ფორტუნამ“ მომიტანა ფორტუნა“ – გადაცემაში „ლიმონი“ რადიო „ფორტუნას“ ერთ-ერთმა პირველმა რადიოწამყვანმა ხატია შამუგიამ კოლეგებს რადიოს მსოფლიო დღე მიულოცა.