LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოცენტრის ახალი დირექტორი ზურა მაღალაშვილი სტუმრად „არტ–FM”–ში

17

26 აპრილს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემის ”არტ-FM”-ის სტუმარი კინოცენტრის ახალი დირექტორი ზურა მაღალაშვილი იყო.

– ბატონო ზურა, შესაძლოა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თუმცა მაინც მინდა გკითხოთ, რას გეგმავთ სამომავლოდ?

– გეგმებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მინდა ავღნიშნო და დავპირდე ჩვენს კინემატოგრაფისტებს, რომ სიტუაცია კინემატოგრაფიაში აუცილებლად გაუმჯობესდება, გარემო კინოცენტრში უფრო მეგობრული გახდება და რაც მთავარია ხელი შეეწყობა ყველა მიმდინარე და მომავალი პროექტის როგორც წარმოოებას, ისე მათ კო-პროდუქციას.

– კინემატოგრაფისტებთან როდის გეგმავთ პირველ შეხვედრას?

– ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს მათთან, პირველი ოფიციალური შეხვედრა კი, ჯერ კინოცენტრის თანამშრომლებთან მექნება, დღესასწაულების შემდეგ კი, რეჟისორებსაც შევხვდები.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები