LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა „დერმას“ ექიმი სტუმრად გადაცემაში „პულსი“

4

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

10 თებერვალს რადიო „ფორტუნამ“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემამ „პულსი“ კლინიკა „დერმას“ ექიმს, დერმატო-კოსმეტოლოგს ირინა გორგოძეს უმასპინძლა, რომელაც ესთეტიკური მედიცის პრობლემებსა და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

– ქალბატონო ირინა, ესთეტიკური მედიცინა განსაკუთრებით სპეციფიურია, რადგან პაციენტები არა ჯანმრთელობის პრობლემებით, არამედ გარეგნობის გასაუმჯობესებლად მოგმართავენ და შესაბამისად პრეტენზიაც უფრო მეტი აქვთ. საინტერესოა, რა გამოარჩევს  ესთეტიკურ მედიცინას სხვა დარგებისგან?

– მართალი ბრძანდებით, ჩვენი პაციენტები მართლაც გამოირჩევიან სხვებისგან, რადგან მათ არ აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და უბრალოდ სურთ გამოიყურებოდნენ უკეთესად. შესაბამისად, პრეტენზიაც ბევრი აქვთ, რადგან ხშირად ის აწუხებთ, რაც სხვისთვის არასდროს წარმოადგენს პრობლემას. გამომდინარე აქედან, მათთან მუშაობა უფრო საინტერესო, საფრთხილო და რაც მთავარია საპასუხისმგებლოა.

– ბევრჯერ მსმენია, რომ ესთეტიკური მედიცინის სფეროში მოღვაწე ექიმს ფსიქოლოგიური ნიჭი, კომუნიკაციის განსაკუთრებული ალღო და ტალანტიც უნდა ჰქონდეს. რამდენად ეთანხმებით ამგვარ მოსაზრებას და რეალურად რამდენად გჭირდებათ ფსიქოლოგიური უნარები პაციენტთან ურთიერთობაში?

– აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებას. გარკვეული უნარები მართლაც აუცილებელია ჩვენს სფეროში, რადგან პაციენტთან სწორი ურთიერთობის გარეშე, ვერასდროს მოიპოვებ მის ნდობას. ხშირად ადამიანი გარკვეულ პროცედურას მოითხოვს, ექიმი კი გრძნობს, რომ მას სულ სხვა რამ სჭირდება და მხოლოდ თანამშრომლობით ახერხებს მის გადარწმუნებას და კონსენსუსის მიღწევას.

– ბოლო დროს ძალიან მომრავლდა ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, თუმცა, გარეგნობის გასაუმჯობესებელ მრავალფეროვან სერვისებს აქ ხშირად არაპროფესიონალი ექიმები გვთავაზობენ. თქვენი აზრით, რამდენად პრინციპულია, მუშაობდნენ ამგვარ ცენტრებში კვალიფიციური დერმატო-კოსმეტოლოგები?

– გეთანხმებით, დღეს მართლაც უამრავი ესთეტიკის ცენტრი არსებობს. თუმცა, ამგვარი დაწესებულებების მთავარი პრობლემა არა სხვა პროფილის ექიმები არიან, არამედ ისინი, ვისაც საერთოდ არ აქვს შეხება მედიცინასთან. ბევრისთვის ეს საკმაოდ შემოსავლიანი საქმეა და თვლის, რომ საკმაოდ მარტივი სფეროა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამგვარი მდგომარეობა ვფიქრობ კონტროლის და მკაცრი რეგულაციების არარსებობამ გამოიწვია. მართალია, მსგავსი პრობლემა ბევრ ქვეყანაში იყო, რომელიც დროთა განმავლობაში მოწესრიგდა, მაგრამ გაჭიანურება მაინც არ ღირს, რადგან ეს საკმაოდ სახიფათო სფეროა და დაუდევრობამ ერთის მხრივ, გაუმჯობესების ნაცვლად  პაციენტის მდგომარეობის გაუარესება, მეორეს მხრივ კი, საკმაოდ სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს.

– საკუთარი მრავალწლიანი პრაქტიკის გათვალისწინებით, როგორ შეაფასებდით თანამედროვე ტენდენციებს, რა სერვისებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური პაციენტებს შორის?

– წლების წინ, როცა მუშაობა დავიწყე, ნამდვილად არ არსებობდა ამდენი კლინიკა. დღეს უამრავი კლინიკაა და ყველას საკუთარი პაციენტი ჰყავს, ანუ მოთხოვნილება ამგვარ პროცედურებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ვფიქრობ მისასალმებელია, რადგან დღეს ქალბატონებიც და მამაკაცებიც უფრო მოვლილები არიან და სიმპათიურად გამოიყურებიან. აღსანიშნავია, რომ მამაკაცები ბოლო დროს საკმაოდ ხშირად მოგვართავენ ესთეტიკური პროცედურების ჩატარების სურვილით და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. გამომდინარე აქედან, ჩვენს სფეროში აღარ არსებობს სქესობრივი და ასაკობრივი დიფერენციაცია. გვყავს ძალიან ახალგაზრდა და ძალიან ხანდაზმული პაციენტებიც, რომელთა შორის რა თქმა უნდა, ქალბატონები ჭარბობენ, რადგან ქალი ნებისმიერ ასაკში ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე.

– რამდენად ხელმისაწვდომია ესთეტიკური მედიცინის წარმომადგენლებისთვის მაღალხარისხიანი საშუალებები და რამდენად შეუძლია პაციენტს მიიღოს თუნდაც ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურება?

– საქართველოში აღარ დგას მაღალი დონის ულტრათანამედროვე აპარატურის პრობლემა, შესაბამისად არც პრეპარატების პრობლემა არსებობს. არის ძალიან მაღალი და შედარებით დაბალი ხარისხის პრეპარატები, რაც მის ღირებულებაზეც მოქმედებს. ვფიქრობ, როცა ექიმი მაღალი ხარისხის, ცნობილი ბრენდის პროდუქციას იყენებს თვითონაც დაცულია და პაციანტსაც უზრუნველყოფს სრულფასოვანი მომსახურებით. გარდა ამისა, ექიმი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს ზუსტი ინფორმაცია გამოყენებულ  პრეპარატზე და შესაძლო გართულებებზე.

– რამდენადაც ვიცი, თქვენს ესთეტიკის ცენტრში ყველა პაციენტის ისტორია ინახება, სადაც ყველაფერი ფიქსირდება, გამოყენებული პრეპარატების და პროცედურების ჩათვლით. რამდენად აუცილებელია ამგვარი ისტორია?

– რა თქმა უნდა, ჩვენთან ყველა პაციენტს საკუთარი ისტორია აქვს  სრული ინფორმაციით. ამგვარი ისტორიის გარშე შეუძლებელია, რადგან მონაცემები ჩვენც გვეხმარება და თავად პაციენტსაც.

– რა მთავარ რჩევას მისცემდიით მათ, ვინც აფასებს და მუდმივად ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ყველა პროცედურას თავისი ასაკი აქვს. თუმცა, რაც უფრო ადრე დავიწყებთ საკუთარ კანზე ზრუნვას მით უკეთესია, რადგან ასე უამრავი პრობლემისგან შეგვიძლია თავის დაცვა.

არაა საჭირო დაველოდოთ სერიოზულ პრობლემებს, რომელთა გამოსწორება დროთა განმავლობაში სულ უფრო რთულდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია კოსმეტიკური პროდუქციის და იმ სპეციალისტის სწორად შერჩევა, ვისაც სრულად მივანდობთ საკუთარ გარეგნობას.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები