LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა “ინოვას” სამომავლო გეგმების შესახებ რამაზ აღლემაშვილმა “ბიზნესნიუსში” ისაუბრა

16

28 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და მაია მამულაშვილის გადაცემას „ბიზნესნიუსი“ მრავალპროფილიანი კლინიკა „ინოვას“ ორთოპედიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ აღლემაშვილი სტუმრობდა.

– ბატონო რამაზ, როდის დაარსდა კლინიკა „ინოვა“?

– კლინიკა წელიწადნახევრის წინ დაარსდა და მხოლოდ სამი – ორთოპედიის, ნეიროქირურგიის და გინეკოლოგიის მიმართულებით იყო წარმოდგენილი. თუმცა, კლინიკა სწრაფად ვითარდება და სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების მოზიდვით, სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.

– კლინიკა საკმაოდ ინტენსიურად თანამშრომლობს უცხოელ სპეციალისტებთან და მალე ფრანგ პროფესორს, ფრედრიკ ფარიზონსაც უმასპინძლებს.

– დიახ, მაისის დასაწყისში სენტ-ეტიენის კლინიკის პროფესორი ფრედრიკ ფარიზონი გვეწვევა, რომელიც ერთ-ერთი წამყვან ორთოპედად ითვლება არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში. ჩვენი კლინიკა საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს  ფრანგ კოლეგებთან, სულ ცოტა ხნის ვიმყოფებოდით სან-ეტიენის კლინიკაში, სადაც ჩვენი შედეგები გავაცანით და მათ მიღწევებს გავეცანით, დაგეგმილი ვიზიტი კი, ერთგვარი შემაჯამაბელი შეხვედრა იქნება. მოეწყობა კონფერენცია და ჩატარდება საჩვენებელი ოპერაციები, რომელთა ტრანსლირება ჩვენივე კლინიკის საკონფერენციო დარბაზში მოხდება.

– კიდევ ვის ელოდებით კონფერენციაზე?

– კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება, ფრანგი სტუმრების გარდა, ბაქოს წამყვანი და საქართველოს რეგიონალური კლინიკებდან გვეწვევიან კოლეგები. ინფორმაციული ხასიათის კონფერენციაზე პირველ რიგში ახალი ტიპის  ენდოპროთეზზე ვისაუბრებთ, რომელიც საფრანგეთში დაინერგა და სწორედ ამ სფეროს პიონერები გაგვაცნობენ დეტალურად პროთეზის დანიშნულებას და მისი გამოყენების წესებს, რადგან ჩვენ ამგვარ პროთეზს სულ რაღაც წელიწადნახევარია ვიყენებთ, მათ კი, ბევრად მდიდარი გამოცდილება აქვთ.

– რამდენადაც ვიცი, თანამედროვე ორთოპედიაში ფართოდ გამოიყენება ორმაგი მობილობის პროთეზები. უფრო კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყვით, რას ნიშნავს ეს ტერმინი?

– ეს თვისობრივად ახალი ტიპის პროთეზია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა კომპანია „სერფიში“. სხვათაშორის, ჩვენს კონფერენციას კომპანიის ცენტრალური ოფისის წარმოამდგენელიც ეწვევა. უნიკალური, მოძრავი პროთეზი, რომელიც ამ სფეროში უზარმაზარ წინ გადადგმულ ნაბიჯად ითვლება, ჩვეულებრივი ენდოპროთეზისგან განსხვავებით აბსოლუტურად არ ზღუდავს მოძრაობას და პაციენტს სპორტული აქტივობის საშუალებასაც კი აძლევა. გარდა ამისა, მინიმუმამდეა დაყვანილი მისი ცვეთა და შესაბამისი მოვლის შემთხვევაში, მუდმივი პროთეზის ფუნქციასაც ასრულებს.

– რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ამგვარი პროტეზი რიგითი მომხმარებლისთვის?

– დიდი მადლობა მინდა ვუითხრა კომპანია „სერფის“, რომელმაც გაითვალისწინა ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, ჩვეთვის ექსკლუზიური ფასები დაუშვა და მართალია, პროთეზი უახლესი ტექნოლოგიებითაა შექმნილი, მაგრამ ფასები მაინც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს კლინიკა „ინოვას“?

– კლინიკა ყოველთვის მაღალი დონის სპეციალისტების მიზიდვაზე იყო ორიენტირებული და სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებთ განვითარებას. მალე, ძალიან ძლიერი ონკოლოგიური ჯგუფი დაგვემატება. კლინიკის გახსნის შემდგომ მალევე გაიხსნა ინვიტრო განაყოფიერების განყოფილება, რომელიც ასევე ძალიან ძლიერია და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები