კომპანია „ემ კრედიტის“ წარმომადგენელი სტუმრად „ბიზნესნიუსში“

კომპანია „ემ კრედიტის“ წარმომადგენელი სტუმრად „ბიზნესნიუსში“

7 აპრილს, რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნესნიუსმა“ კომპანია „ემ კრედიტის“ წარმომადგენელს, ქალბატონ ხატია ბიწაძეს უმასპინძლა.

– ქალბატონო ხატია, როდის დაარსდა თქვენი კომპანია და რა არის მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება?

– კომპანია „ემ კრედიტი“ უკვე მე-8 წელია არსებობს ქართულ ბაზარზე. მართალია, ადრე განსხვავებული მიმართულებით ვმუშაობდით, მაგრამ ახლა მთლიანად სალომბარდო მომსახურებაზე ვართ ორიენტირებული და მართლაც უპრეცენდენტო შეთავაზებები გვაქვს ჩვენი მეგობარი კლიენტებისთბვის. მთავარი, რა თქმა უნდა, 2%-იანი განაკვეთია, რომელიც არა დროებითი აქცია, არამედ მუდმივი შეთავაზებაა. გარდა ამისა, ჩვენთან სხვა ლომბარდებიდან პორტირებაც შეძლება იმავე 2%-იანი განაკვეთით, ასევე გვაქვს იპოთეკური სესხები და ავტოლომბარდი.

– კონკურენტებთან შედარებით, რა უპირატესობით სარგებლობს თქვენი კომპანია?

– ჩვენთან კონკურენცია საკმაოდ რთულია, რადგან როგორც უკვე ავღნიშნე, 2%-იანი განაკვეთი გვაქვს და სწორედ ესაა ჩვენი უპირატესობა. გარდა ამისა, ჩვენთან ეტაპობრივად გადახდაც შეიძლება, რაც ვფიქრობ მეტად მომგებიანია ნებისმიერი კლიენტისთვის.

– კონკრეტულად რას გულისხმობს თქვენი სერვისები?

– ჩვენთან ნებისმიერი, როგორც მსხვილი და მცირე, ისე ახალი და მეორადი ტექნიკის დალომბარდება შეიძლება, იპოთეკურ სესხებს რაც შეეხება – ნებისმიერი შეთავაზების განხილვა და გონივრულ დათმობაზე  წასვლა შეგვიძლია ჩვენი მეგობარი კლიენტების დასაკმაყოფილებლად, რომელთა რიცხი მუდმივად იზრდება, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– მართალია, ჯერ მხოლოდ სამი ლომბარდით ვართ წარმოდგენილი – გაგარინის, ტაშკენტის და კოსტავას ქუჩებზე, მაგრამ ძალიან სწრაფად ვიზრდებით, ვფართოვდებით და მალე მთელ თბილისს თუ არა ნახევარ ქალაქს მაინც მოვიცავთ ჩვენი ფილიალებით. გარდა ამისა, უამრავ სიახლეს ვგეგმავთ, თუმცა ჯერ თავს შევიკავებ გაჟღერებისგან, ჩვენი მომსახურებით დაინტერესებულებს კი, თავისუფლად შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენთან, გაგვეცნონ და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია.

 

 

 

 

10 აპრილი, 2017

სხვა ჩანაწერები