LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია „ფორენსის“ წარმომადგენელი სტუმრად „ბიზნესნიუსში“

7

31 მარტს რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნესნიუსი“-მა კომპანია „ფორენსის“ სავაჭრო წარმომადგენელს ამიერკავკასიაში, გიორგი წიკლაურს უმასპინძლა.

– ბატონო გიორგი, როდის დაარსდა კომპანია „ფორენსი“ და როდის შემოვიდა ის ქართულ ბაზარზე?

– კომპანია 1998 წლიდან არსებობს. „ფორენსი“ ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიაა ევროპაში, რომელიც მუდმივად ცდილობს გაფართოვებას და განვითარებას, რათა რაც შეიძლება მეტი ბაზარი მოიცვას და შევთავაზოს მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქცია.

– რა მიმართულებით საქმიანობს კომპანია და რას სთავაზობს მომხმარებელს?

– ჩვენ, მომხმარებელს იმ მაღალი ხარისხის სამედიცინო დანიშნულების პროდუქციას ვთავაზობთ, რომელიც ყველას გამოადგება ყოველდღიურ ცხოვრებაში. კომპანიის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია და  ნებისმიერს შეუძლია აირჩიოს მისთვის საჭირო და სასურველი პროდუქტი მოთხოვნილების შესაბამისად.

– რომელი ბრენდებითაა კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი?

– კომპანია „მედრულის“, „გერათერმის“, „ავანთი-მედიქალის“, „ქლეარჩოისის“, „ვანთაჩის“, „ვადექსის“ და სხვა ბრენდებითაა წარმოდგენილი. „მედრული“ სამედიცინო დანიშნულების თითქმის ყველა პროდუქტს მოიცავს –   სამედიცინო პლასტირით დაწყებული, მარლით დამთავრებული. „ვანთაჩი“ და „ვადექსი“ – კონტრაცეფციის ბრენდებია, „ქლეარჩოისი“ მომხამრებელს სადიაგნიოსტიკო და ტესტ-სისტემებს სთავაზობს ორსულობის დასადგენად, „გერათერმი“ კი, სამედიცინო ტექნიკის ბრენდია.

– რა საფასო სეგმენტზეა გათვლილი თქვენი კომპანიის პროდუქცია?

– კომპანიის მიზანია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს საკუთარი პრიოდუქცია ნებისმიერი საფასო სეგმენტისთვის, ამიტომ ჩვენი პროდუქტი ერთნაირადაა გათვლილი როგორც პრემიუმ, ისე საშუალო საფასო სეგმენტზე. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს ხარისხით მანიპულირებას, რადგან ნებისმიერი ბრენდის და ფასის პროდუქტი მაღალი ხარისხისაა და მხოლოდ შეფუთვაა განსხვავებული.

– რა განსაზღვრავს კომპანიის პროდუქციის მაღალ ხარისხს?

– კომპანიას საკუთარი საწარმო აქვს ესტონეთში, რომელიც მუდმივად გადის შემოწმებას, სერტიფიცირებას და სწორედ სერტიფიკატებია ჩვენი ხარისხის დამადასტურებელი.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– კომპანია მაქსიმალურად ცდილობს გაფართოვდეს და რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს შესთავაზოს საკუთარი პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასასდ, რათა ნებისმიერმა თავად შეაფასოს ჩვენი ხარისხი და თავად გააკეთოს არჩევანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები