LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია „ჯეოფართი“ ფილიალების გახსნას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს

5

21 ივლისს რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნესნიუმა“ კომპანია „ჯეოფართის“ დირექტორს ლევან დემეტრაძეს უმასპინძლა.

– ბატონო ლევან, როდის დაარსდა თქვენი კომპანია და ძირითადად რა მიმართულებით მუშაობს?

– კომპანია რვა წლის წინ დაარსდა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჰიბრიდული ავტომობილები წარმოადგინა. იმ პერიოდში ამგვარი მოდელი საკმაოდ უცხო ხილი იყო, თუმცა სწრაფად მოიკიდა ფეხი ქართულ ბაზარზე და როგორც ვვარაუდობდით, დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილია. 2013 წლიდან, სათადარიგო ნაწილების სიმცირის გათვალისწინებით კომპანიამ მათი იმპორტირება დაიწყო და დღეს, ჩვენი კომპანია ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. მართალია, ჩვენი მუშაობა საკმაოდ წარმატებულად ხორციელდება, თუმცა მეტი ეფექტურობისთვის ყოველწლიურად ვსტუმრობთ შანხაის მსოფლიო გამოფენას, სადაც მსოფლიოს ყველა ბრენდია წარმოდგენილი და ახალ ინფორმაციასთან ერთად, გარკვეულ გამოცდილებასაც ვიძენთ.

– რამდენად ფართოა არჩევანი და რომელი ბრენდის ავტომობილების სათადარიგო ნაწილების შეძენა შეიძლება თქვენს მაღაზიებში?

– დღეს მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა წამყვანი საავტომობილო ბრენდი საკუთარ მოვალეობად თვლის ჰიბრიდული, ბოლო დროს კი, მთლიანად ელექტრონული ავტომობილის შექმნას. ჩვენ ძირითადად იმ ავტომობილების ნაწილებით უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ, რომლებიც ყველაზე მასშტაბურადაა საქართველოში წარმოდგენილი და მოთხოვნაც მაღალია.

– გაქვთ თუ არა კონკრეტული საფასო სეგმენტი და რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის თქვენი პროდუქცია?

– ჰიბრიდული ავტომობილების ნაწილები დაბალ და საშუალო საფასო  სეგმენტზეა გათვლილი და გამომდინარე აქედან, ფასებიც ხელმისაწვდომია.

– რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ხშირად აწყობთ წამახალისებელ აქციებს. საინტერესოა, ამჯერად რას სთავაზობთ მომხმარებელს?

– აქციებს დაარსების დღიდან ვაწყობთ. მომხმარებელს პერიოდულად ვთავაზობთ ფასდაკლებას გარკვეულ პროდუქციაზე და ერთგვარ წამახალისებელი საჩუქრებს, მუდმივ კლიენტებთან კი, ყოველთვის ინდივიდუალურად ვმუშაობთ.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– სამომავლოდ, ფილიალების გახსნას ვგეგმავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბათუმში უკვე გვაქვს საკმაოდ დიდი და კარგი მაღაზია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს და პრაქტიკულად მთელ დასავლეთ საქართველოს ემსახურება, უახლოეს მომავალში კი, კახეთში გავხსნით კიდევ ერთ მაღაზიას. გარდა ამისა, საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქციის, მომსახურების ხარისხი და შევინარჩუნოთ დაბალი ფასები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები