ლალი მეკოკიშვილი: “გვაქვს ამბიცია – ვაქციოთ ჩვენი ფაკულტეტი საუკეთესო სკოლად მთელ საქართველოში”

ლალი მეკოკიშვილი: “გვაქვს ამბიცია – ვაქციოთ ჩვენი ფაკულტეტი საუკეთესო სკოლად მთელ საქართველოში”

3 თებერვალს რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნეს-news“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორს ქალბატონ ლალი მეკოკიშვილს უმასპინძლა.

– ქალბატონო ლალი, როდის გაიხნა მედიცინის ფაკულტეტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში?

– მედიცინის ფაკულტეტი 1995 წელს, უნივერსიტეტის დაარსებასთან ერთად გაიხსნა. ალბათ იცით, რომ ჩვენ ერთ-ერთი უძველეს კერძო სამედიცინო სკოლას წარმოვადგენთ საქართველოში, 2012 წლიდან კი, საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაშიც გავწევრიანდით.

– რა პროგრამებს სთავაზობს თქვენი ფაკულტეტი სტუდენტებს?

– სტუდენტებისთვის ჩვენ რვა აკრედიტირებულ აკადემიური პროგრამა:  მედიცინის და ფარმაციის ქართულ და ინგლისურენოვანი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი და სტომატოლოგიის ქართულ, ინგლისურ და რუსულენოვანი პროგრამები გვაქვს გათვალისწინებული.

– როგორია სწავლის პროცესი და რამდენადაა აღჭურვილი უნივერსიტეტი შესაბამასი ტექნიკური ბაზით?

– პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მუდმივად ვითარდება, სასწავლო პროცესისთვის კი, ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი. ბაზისური სწავლებისთვის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი აუდიტორიები, ლაბორატორიები და კაბინეტები გვაქვს, სადაც სტუდენტს ყველა ცდასა თუ ექსპერიმენტში მონაწილეობა და იმ უნარ-ჩვევების შეძენა შეუძლია, რაც მომავალ სამედიცინო პრაქტიკაში გამოადგება. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ კლინიკებთან, რათა სტუდენტებმა შესაბამისი განათლება კლინიკურ დონეზეც მიიღონ.

– პედაგოგებისთვის რა შეთავაზება აქვს თქვენს ფაკულტეტს?

– ჩვენთვის პრიორიტეტული განათლების მაღალი დონეა. დღეს მედიცინის შესწავლა საქართველოს ძალიან ბევრ სასწავლებელში შეიძლება და კონკურენციაც ძალიან მაღალია, რაც ავტომატურად განათლების მაღალ ხარისხსაც ნიშნავს. ჩვენ, პედაგოგებს პირველ რიგში ღირსეულ ხელფასს და იდეალურ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ. ამიტომ, თამამად შგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალკვალიფიციური აკადემიური კადრები გვყავს, მომავალში კი, უფრო გავზრდით მათ რიცხვს, რადგან გვაქვს ამბიცია – ვაქციოთ ჩვენი ფაკულტეტი საუკეთესო სკოლად მთელ საქართველოში.

– რამდენად აქტიურად თანამშრომლობთ კლინიკებთან?

– მედიცინის სწაავლება ერთგვარი გამოწვევაა, რადგან კლინიკა ის ადგილია, სადაც სტუდენტი ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებს. საქართველოში თითქმის ყველა კლინიკა კერძოა, შესაბამისად ურთიერობაც მათი ბიზნეს-ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ჩვენი 44 კლინიკასა და სამედიცინო ცენტრთან ვთანამშრომლობთ შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს თქვენს ფაკულტეტს?

– პირველ რიგში პოსტ-დიპლომური განათლების პროგრამების: პოსტ-დიპლომური თრეინინგის ანუ რეზიდენტურის და პოსტ-დიპლომატური კვლევითი ნაწილის ანუ დოქტურანტურის გავნითარებას ვგეგმავთ, ანუ უნივერსიტეტი გაზრდის კადრს, რომელსაც მომავალში თავადვე დაასაქმებს საუნივერისიტეტო კლინიკაში. გარდა ამისა, მარტის თვეში ახალი კორპუსის მშენებლობა დასრულდება, სადაც მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრს გავაკეთებთ.

გადაცემის ჩანაწერი

4 თებერვალი, 2017

სხვა ჩანაწერები