ლაშა ღლონტი: „ცერემონია არის შესაძლებლობა კარგი კონტრაქტებისთვისაც“

51

„მოხარული ვარ, რომ უკვე მერამდენე წელია ვმონაწილეობ ამ შესანიშნავ ცერემონიაში. გამარჯვება ნამდვილად არ არის მთავარი. თუმცა, სასიამოვნოა, შარშან დუეტმა ქეთი ფარესაშვილთან „წლის დუეტის“ ტიტული მოიპოვა. მთავარია, რომ დაჯილდოების ცერემონია უდიდესი დადებითი მუხტი აქვს. „ოქროს ტალღა“ იმის საშუალებას იძლევა, რომ დაფასდეს ადამიანის შრომა, იქნება ეს შემსრულებელზე, კომპოზიტორი, თუ არანჟირებისა ავტორი. საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, ეს არ არის მარტო დაჯილდოების ცერემონია; არის შესაძლებლობა კარგი კონტრაქტებიც გაფორმდეს; სიმღერა, რომელიც ახლა არის წარდგენილი, ცერემონიისთვის, ცოტა სევდიანია, მაგრამ მამუკა ჩარკვიანის გენიალური სიმღერაა და ჯანსუღ ჩარკვიანის გენიალური ტექსტი და ჩემი სურვილია, რომ საზოგადოებამ ეს სიმღერა კარგად გაიცნოს; აქვე დავამატებ, რომ კოლეგებს ყოველთვის ვაძლევ ხმას“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ლაშა ღლონტმა „ოქროს ტალღის“ შეახებ ისაუბრა. ქართველმა შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მრავალმხრივი შესაძლებლობა და დიდი სტიმულია.

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები