LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკუნა (რემკა) რევიშვილი: “კვირა დღე – ჩემი საჩუქარი თაობას, რომელიც ვერავინ მოკლა”

“საპასუხისმგებლო და ემოციურია ჩემთვის, რასაც შევეჭიდე; ემოციები გვერდით უნდა გადავდოთ და ვისაუბროთ თაობაზე, ოთხმოცდაათიანელებზე, რომელსაც, სამწუხაროდ, დაკარგულებს უწოდებენ; ფილმის მთავარი იდეა ის არის, რომ ვაჩვენოთ მაყურებელს, რომ ამ ადამიანებმა, ცხოვრების მოკლე მონაკვეთში, იმდენი ნახეს, იმდენი შექმნეს, დაგეგმეს და დატოვეს, არ იმსახურებენ სიტყვას “დაკარგულები”; ამ ფილმით ვეცდები გაჩვენოთ, როგორი საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდნენ ისინი, თუნდაც საბჭოთა პერიოდში; მინდა, რომ ჩემი ფილმით ბევრ კითხვას ვუპასუხო; ფილმში მონაწილეობენ აღნიშნული თაობის კარგი სახეები, რომლებიც დღეს ცოცხლები არიან – გიო მგელაძე, ლევან თუთბერიძე, თამარ ბართაია, ვასილ კობახიძე; მამას არ ვიცნობდი და დედაჩემისა და მათი მეგობრების მოყოლილი ისტორიებით, კიდევ უფრო კარგად გავიცანი რემკა, როგორც თაობის სახე; ფილმში მხოლოდ რემკაზე არ არის საუბარი – გიყვებით იმ ბიჭებზე, რომლებზეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ თაობის საუკეთესო სახეები იყვნენ; ფილმში დათო ტურაშვილი ერლომ ახვლედიანზე საუბრობს, რომელიც ბიჭებისთვის მაგარი მეგობარი იყო; ჩემთვის ეს პირველი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმია, რომლის პრემიერაც “ამირანში” 27 მაისს შედგება; ეს დღე იმიტომ არის ჩემთვის ძვირფასი, რომ 27 მაისი რემკას დაბადების დღეა; ეს არის ჩემი საჩუქარი მისთვის, მისი მეგობრებისთვის და მათთი სულებისთვის, რომლებიც ვერავინ მოკლა და დღემდე უკვდავები არიან; ლოკაცია, სადაც ფილმი გადავიღე, კეცხოველის ქუჩა, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, ის ადგილია, სადაც მამაჩემის ფილმი “კვირა დღე” არის გადაღებული; რემკას “კვირა დღიდან” 28 წლის შემდეგ გავაცოცხლეთ გადასაღები მოედანი, ჩემი “კვირა დღით” – ლიკუნა (რემკა) რევიშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში ფილმის “კვირა დღე” პრემიერაზე ისაუბრა; ახალგაზრდა რეჟისორის თქმით, ფილმი ოთხმოცდაათიანელებსა და იმ ადამიანებზე, იმ თაობაზეა, რომელიც არ იმსახურებან სიტყვას “დაკარგულები”.