LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლისი დეველოპმენტის“ ახალი უბანი – ცხოვრება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

4

14 ივლისს რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნესნიუსმა“ კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ მარკეტინგის დირექტორს მარიამ ოსეფაიშვილს უმასპინძლა.

– ქალბატონო მარიამ, რაში მდგომარეობს „ლისი დეველოპმენტის“ მთავარი კონცეპცია?

– „ლისი დეველოპმენტის“ მთავარი კონცეფცია – 80- 20-ზეა, რაც ტერიტორიის 80%-ის გამწვანებას, პარკებისა და დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას, საცხოვრებელი სახლის კი, მხოლოდ 20%-ზე მშენებლობას გულისხმობს და სწორედ ესაა ჩვენი კონკურენტული უპირატესობაც. საბოლოო ჯამში ჩვენს ტერიტორიაზე შვიდი პარკი იქნება, რომელთაგან ოთხი უკვე გაშენებულია.

– საინტერესოა, რა ეტაპზეა პროექტი და როდის დასრულდება?

– პირველი უბანი უკვე დასრულებულია. პარკები გაშენებულია, ინფრასტრუქტურა მოწყობილია და დაახლოებით 200 ოჯახიც ცხოვრობს. მეორე უბანი კი, სადაც უკვე გვყავს მოსახლეები ამ წლის ბოლოს დასრულდება.

– რას სთავაზობთ მომხმარებელს და რა უპირეტესობით სარგებლობთ სხვა სამშენებლო კომპანიებთან შედარებით?

– ჩვენ, მომხმარებელს არა მხოლოდ ბინებს, არამედ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას ვთავაზობთ, რაც განსაკუთრებით მათთვისაა მნიშვნელოვანი, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს,  მითუმეტეს, რომ ჩვენი ტერიტორია დაცული და  დასუფთავებულია. იქნება ორი აუზი, რომელთაგან ერთი უკვე გაკეთებულია, მოეწყობა სავარჯიშო დარბაზი და საბავშო ბაღი ანუ მთელი ინფრასტუქტურა კომფორტული ცხოვრებისთვის. ვფიქრობ, სწორედ ამგვარი მიდგომა განგვასხვავებს კონკურენტებისგან. გარდა ამისა, ჩვენი მთავარი უპირატესობა – ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ რეკრეაციულ ზონასთან – ლისის ტბასთან სიახლოვეა, სადაც ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა სიტუაციაა – დასუფთავდა ტერიტორია, მოეწყო კაფე-ბარები, გაიმართა ინფრასტრუქტურა ბავშვებისთვის,  მერიასთან ერთად კი, 3-კილომეტრიანი ველო- და სარბენი ბილიკი შვკარით.

– ვინ ზრუნავს ტერიტორიის დასუფთავებაზე?

– სპეციალური გუნდი დაახლოებით 100 ადამიანის შემადგენლობით ტერიტორის დაცვაზეც ზრუნავს და დასუფთავებაზეც.

– უშუალოდ თქვენ რამდენად მონაწილეობდით კუს ტბის გამწვანებაში?

– ბოლო წლებში ჩვენ 10 ათასზე მეტი ხე დავრგეთ ჩვენს ტერიტორიებზე და იგივე ტემპით ვაპირებთ გამწვანების სამუშაოების გაგრძელებას, რადგან ჩვენი მთავარი მიზანიც სწორად ტერიტორიის დიდი ნაწილის გამწვანებაა. ასე რომ, ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის კუს ტბის გამწვანებაში, თუმცა გეგმა და პროექტი კიდევ ბევრი გვაქვს.

– აღნიშნული პროექტის გარდა, კიდევ რა მიმართულებით მუშაობს კომპანია?

– ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტია კოხტა-მიტარბის  კურორტის განვითარება, რომელსაც დაახლოებით 100 მლნ-იანი ინვესტიციით ვახორციელებთ და განაშენიანების რეგულირების ერთიანი გეგმის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების კურორტის გაშენებას ვგეგმავთ. გეგმის შესადგენად ორი ცნობილი და ძალიან წარმატებული ფრანგული კომპანია მოვიწვიეთ, რომელთაც უამრავი მსხვილი პროექტი აქვთ განხორციელებიული, მათ შორის რამდენიმე ცნობილი კურორტია ალპებში. პროექტის ფარგლებში სასტუმროების და ინტეგრირებული აპარტამენტების მშენებლობას ვაპირებთ, რომლებიც სრულად კეთილმოწყობილი ანუ რემონტითა და ავეჯით უზრუნველყოფილი იქნება. გარდა ამისა, გამართება ინფრასტრუქტურა, იქნება კაფე-რესტორნები, გამწვანებული და გასართობი ზონები. აღსანიშნავია, რომ სასტუმროების მშენებლობაში ჩვენი პარტნიორი სასტუმრო Rooms Hotels-ია.

– საინტერესოა, რა პერიოდზეა გათვლილი აღნიშნული პროექტი?

– ახლა სასტუმროს და ე.წ. მიბმული აპარტამენტების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ, ნებისმიერი მსურველი თავისუფლად შეძლებს კოხტისა და მიტარბის საბაგიროების მიმდებარედ თხილამურებით პრობლემების გარეშე სრიალს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კოხტა-მიტარბის ტერიტორია უნუიკალური ადგილია თავისი ბუნებით, რომელსაც ოთხივე სეზონზე თავისი ხიბლი აქვს.

– როგორ შეძლო კომპანიამ საერთაშორისო აღიარება მოპოვება?

– აღიარება უძრავი ქონების სფეროში უმნიშვნელოვანესი ღონისძიების The International Property Awards-ის დაჯილდოვებაზე ბოლო ექვსი წლის მანძილზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების წყალობით მოვიპოვეთ, რაც ძალიან სასიხარულო და საამაყოა ჩვენთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები