LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ლეონსკაია: აქ გატარებული ყოველი დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის

11

22 მარტს რადიო ”ფორტუნას” თათა სადრაძის საავტორო გადაცემაში ”არტ-FM” ლიზა ლეონსკაია და ნიკოლოზ რაჭველი ესტუმრნენ.

 რამდენიმე დღის წინ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 90 წლის იუბილე აღინიშნა. ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა, კონცერტის საპატიო სტუმარი კი, ცნობილი პიანისტი ლიზა ლეონსკაია იყო.

ლიზა ლეონსკაია თბილისში დაიბადა და პირველად მსმენელის წინაშე 11 წლის ასაკში წარსდგა. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულმა ახალგაზრდამ სწავლა მოსკოვის კონსერვატორიაში გააგრძელა, ყველზე დიდი გავლენა მის შემოქმედებაზე კი, სვიატოსლავ რიხტერმა იქონია. როგორც წამყვანი სოლისტი ლეონსკაია მსოფლიო ორკესტრებთან თანამშრომლობდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში დამწყებ მუსიკოსებს გაუწოდა დახმარების ხელი, მათ მხარდასაჭერად საქველმოქმედო ფონდი ”სოლო” დააარსა და 20-წლიანი არსებობის მანძილზე 10-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.

12674153_1121139011250722_1316978481_n

ლიზა ლეონსკაია:

– მე საქართველოში დავიბადე და რა თქმა უნდა, აქ გატარებული ყოველი დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის. უამრავი მოგონება მაკავშირებს ამ ქვეყანასთან, რადგან 18 წლამდე აქ ვცხოვრობდი და საქართველოს ჩემს სამშობლოდ ვთვლი. ძალიან კარგი სიმფონიური ორკესტრი გყავთ, ნიჭიერი მუსიკოსები არიან და მშვენიერ ატმოსფეროს ქმნიან. თბილი მიღებისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ მსმენელსაც, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს. სცენაზე მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ და ბედნიერი ვარ, რომ პუბლიკისგანაც ყოველთვის დიდ სიყვარულს ვიღებ.

ნიკოლოზ რაჭველი:

– დიდი ხნია ვოცნებობ ლიზა ლეონსკაიასთან თანამშრომლობაზე. მით უმეტეს, რომ მისი სადებიუტო კონცერტი თითქმის 60 წლის წინ სწორედ ჩვენი სიმფონიური ორკესტრის იმ თაობის წარმოამდგენლებბთან ერთად შედგა. ძალიან სიმბოლურია, რომ 90 წლის იუბილეზე ლეონსკაია ისევ თბილისში ჩამოვიდა და ისევ ჩვენს ორკესტრთან ერთად დაუკრა. სხვათაშორის თვითონაც იუბილარია. მას 70 წელი შეუსრულდა და ბევრ ქვეყანაში უკვე აღინიშნა ეს თარიღი.

 

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები