LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

LOUDspeakers სიმღერის პრემიერით „არტ-FM“–ში

4

6 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ჯგუფის LOUDspeakers წევრები ლევან ლაუდაძე, გიორგი ტეცოშვილი და სანდრო წიკლაური სტუმრობდნენ, რომელთაც ახალი სიმღერა Learn to feel წარმოადგინეს.

– ლევან, რას შესთავაზებთ მსმენელს კონცერტზე, რომელსაც რამდენიმე დღეში მართავთ?

– ჩვენი სოლო კონცერტი 10 მარტს გაიმართება კინოსტუდიის პავილიონში. წარმოდგენა საკმაოდ მასშტაბური იქნება და ძველ სიმღერებთან ერთად ბევრ ახალ ნამუშევარსაც წარმოვადგენთ.

– სოლო კონცერტებში ხშირად მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოსები, რომლებიც ყოველთვის განსაკუთრებულ განწყობას ქმნიან. თქვენც ხომ არა გეყოლებათ მოწვეული სტუმარი?

– საკმაოდ დიდი პაუზა გამოგვივიდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ამჯერად მხოლოდ ჩვენ წავრსდგეთ პუბლიკის წინაშე. თუმცა, მაყურებელთა შორის მრავლად იქნებიან განსაკუთრებული სტუმრები.

– რა სიურპრიზს უმზადებთ თაყვანისმცემელს 26 მაისს დაგეგმილ კონცერტზე?

– 26 მაისს ლოკომოტივის სტადიონზე გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, რომლის ჰედლაინერი ცნობილი მუსიკოსი ჯეიმს ბლანტი იქნება. ჩვენთან ერთად კონცერტში კი, Young Georgian Lolitaz და სამხრეთ აფრიკული ჯგუფი მიიღებენ მონაწილეობას.

– რამდენადაც ვიცი, ჯგუფში ახალი წევრი გყავთ?

– გეთანხმებით, ჩვენი ყოფელი დრამერი დათო ცომაია, გიორგი ტეცოშვილმა ჩაანაცვლა.

– ახალ ალბომზე ხომ არ მუშაობთ?

– ახალი ალბომზე მუშაობას სავარაუდოდ ზაფხულში დავიწყებთ და პირველის მსგავად ისევ გიორგი გვარჯალაძის პროდიუსინგით ჩავწერთ.

– ძირითადად რა სირთულეები აქვთ ქართულ როკ-ჯგუფებს?

– ვფიქრობ, ლოკაციების სიმცირეა, სადაც სასურველი ხმის მიღება შეიძლება.  თუმცა, კინოსტუდიის პავილიონი ზუსტად ის ადგილია, სადაც ჩვენც და მსმენელიც დიდ სიამოვნებას მივიღებთ.

– რამდენად ხშირად აწყობთ გასტროლებს საზღვარგარეთ?

– საკმაოდ რთულია საზღვარგარეთ გასტროლების მოწყობა, რადგან საერთაშორისო ფესტივალები რამდენიმე თვით ადრე ადგენენ მონაწილე ბენდების ნუსხას. ჯერჯერობით, ჩვენ მხოლოდ სამი ტური გვქონდა, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით.

– ახლო მომავალში კლიპის გადაღებას ხომ არ გეგმავთ?

– კლიპის გაკეთება – საკმაოდ მტკივნეული თემაა ჩვენთვის, რადგან რამდენიმე მცდელობა უკვე გვქონდა, მით უფრო, რომ ჯგუფი დიდი ხანია არსებობს, თუმცა არცერთი ვიდეორგოლი არ აქვს. გარკვეული პრობლემები შეგვექმნა რეჟისორთან, რადგან არ დაემთხვა ჩვენი ხედვა და გემოვნება, ვერ შევთანხმდით ბიუჯეტზეც. თუმცა, იმედი გავქვს, აუცილებლად გამოჩნდება კრეატიული ადამიანი, რომელიც ჩვენს კლიპზე იმუშავებს, რადგან დღეს ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად არა დიდი თანხა, არამედ კარგი იდეაა საჭირო.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები