LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა ვასაძე: “ამბობენ – ეს სიმღერა სიყვარულზეა”

“ეს სიმღერა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწერა, რომელიც მე ჩავწერე, თუმცა გადავწყვიტე თავიდან ჩამეწერა; ბევრად უფრო გავიზარდე, დავბრძენდი და ზუსტად ვიცოდი, რომ უფრო კარგი გამოვდოდა; როგორი გამოვიდა – მსმენელებმა შეაფასონ; სიმღერის ავტორი ლილიკო ნემსაძეა და ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის; საბოლოო ჯამში ლამაზი სიმღერა გამოვიდა. საკმაოდ მელოდიურია და სიმღერა სიყვარულზეა, რომელსაც ვფიქრობ, ბევრი შეყვარებული მოუსმენს; არის გეგმაში რამდენიმე სიმღერა, რომელსაც მოგვიანებით მოგასმენინებთ; რაც ყველაზე მთავარია, დავიწყე ერთით და მაქვს კიდევ რამდენიმე კომპოზიტორის სიმღერები და აუცილებლად უნდა ჩავწერო; The Five ჩემი საყვარელი მეგობრებით დაკომპლექტებული ბენდია და ჩვენ ერთად ვმუშაობთ; გვინდა გვქონდეს საკუთარი სიმღერა და აუცილებლად გავაკეთებთ; ამ ეტაპზე საკუთარ რეპერტუარზე ვმუშაობ” – მაგდა ვასაძე რადიო “ფორტუნას” ეთერში მსმენელის წინაშე ახალი სიმღერის პრემიერით წარდგა. ქართველმა მომღერალმა სამომავლო გეგმების გარდა ყოველდღიურ საქმიანობაზეც ისაუბრა და პირობა დადო, რომ ბენდთან ერთად შესრულებული ახალ სიმღერის პრემიერაც FM 106.9-ზე შედგება.