LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილი: “სიურპრიზი შეიძლება მომიწყოს სცენაზე, რადგან პირველად დადგება და შეიძლება შეეშინდეს და ინერვიულოს”

“პრექასთინგები უკვე გაიარა. სიმღერაც არჩეული აქვს და ველოდებით ფილარმონიაში პირველ გამოსვლას, მისთვის პირველ სცენას. ვნერვიულობ; არავინ წერდა უარყოფითს, ყველა გამოთქვამდა აღფრთოვანებას; მინდა, რომ მსმენელს ვუთხრა, არ განმსაჯოს ამ სიტყვებისთვის, მე არ ვაქებ შვილს, მე ვაქებ ჩვეულებრივ მომღერალს; მე ვარ მუსიკოსი და ვაფასებ ადამიანს, რომელიც ძალიან ნიჭიერია; შესაძლებლობას რაც შეეხება – ბადალი არ ჰყავს; ბავშვმა მითხრა, რომ თუ პირველ კონცერტზე კარგად ვიმღერე, მერე ვიოცნებებ შემდეგი კონცერტის დღეზე; კოლეგებს, რომ დავუჯერო, უნდა ჩავთვალოთ, რომ მოვიგეთ” – მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, მაიკო კაჭკაჭიშვილმა საკუთარი შვილის, დათუნა ლაზარიშვილის შესახებ ფორტუნას კითხვებს უპასუხა. დათუნას მალე “X Factor”-ის სცენაზე იხილავთ.

 

გადაცემის ჩანაწერი