LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ყუბუსიძე და ნინო იოსელიანი „თბილისის მოდის კვირეულის” დეტალებით „არტ-FM“–ში

15

გადაცემის ლაივი LIVE

9 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი მაკა ყუბუსიძე და კრეატიული დირექტორი ნინო იოსელიანი სტუმრობდნენ, რომელთაც მოდის კვირეულის მე-18 სეზონზე ისაუბრეს.

– მაკა, როდის გაიხსნება თბილისის მოდის კვირეული?

– წელს მოდის კვირეული 18 ოქტომბერს აიღებს სტარტს და 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. თეატრისა და კინოს, ფოტო- და ჯაზ-ფესტივალების მხარდამხარ, ჩვენი კვირეულიც წარმატებით ფუნქციონირებს წლების მანძილზე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პერიოდში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა აღმოვაჩინეთ, რომელთაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი.

– ნინო, წელს აქცენტი ეკოლოგიაზე გააკეთეთ. საინტერესოა, რით იქნება გამორჩეული ეკომიმართულება?

– ეკომიმართულება ნებისმიერ სფეროში აქტუალურია და გამონაკლისი არც ჩვენი კვირეულია. ე.წ. ეკოფეშენს თავისი გლამურული ეკობაზარით ღვინის უბანში ანუ ღვინის ყოფილი ქარხანის ულამაზეს დარბაზებში, საინტერესო ინსტალაციებისა და ულამაზესი დეკორაციის ფონზე მოვაწყობთ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელ  ქართულ კომპანიებს, მათ პროდუქციას წარმოვადგენთ და სწორედ ასე შევეცდებით საზოგადოების ყურადღების მიქცევას მეტად საჭირბოროტო საკითხებზე. მომავალ წელს კი, ეკოქსოვილით შექმნილი კოლექციების წარმოდგენას ვგეგმავთ, რადგან ძალიან გვინდა ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილის წარმოების განვითარება და ტექსტილის ინდუსტრიაში ლიდერის პოზიციის მოპოვება.

– რამდენად დაინტერესდნენ ქართველი დიზაინერები ეკოპროდუქციის შექმნით?

– მეტად კონკურენტულ მოდის ინდუსტრიაში ადგილის შესანარჩუნებლად მუდმივად ახლის ძიება და ბაზარზე განსხვავებული პროდუქციის წარდგენაა საჭირო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დღეს ეკოდიზინი – თვითნაკეთი ნივთები და სუფთა ქსოვილით შექმნილი კოლექციებია მოთხოვნადი, რომლებიც ყოველთვის ინდივიდუალურობით გამოირჩევა და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

– მაკა, ბოლო რამდენიმე სეზონზე მოდის კვირეულს ცნობილ ქართველ ქალბატონებს უძღვნით. საინტერესოა ვის მიეძღვნება წლევანდელი კვირეული?

– პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბასა და თამარ ფოცხიშვილებს, რომლებიც ყოველ წელს გვეხმარებიან ჩანაფიქრის განხორციელებაში. აუცილებლად ავღნიშნავ გასული სეზონის ღობნისძიებებს, როცა ქალბატონ ნინო ანანიაშვილის არასასცენო კოსტუმები წარმოვადგინეთ, მოვაწყვეთ სოფიკო ჭიაურელის, ელენე ახვლედიანის და მედეა ჯაფარიძის საღამოები, წლევანდელ კვირეულს კი, რომელიც ფუნიკულორზე გაიხსნება ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება.

– ვის უმასპინძლებთ წლევანდელ სეზონზე?

– წელს 20-მდე ჩვენება მოეწყობა ქართველი, რუსი და უკრაინელი, ბრიტანელი და სხვა უცხოელი დიზაინერების მონაწილეობით. მართალია, უცხოელებისთვის ძალიან მიმზიდველია ჩვენი ღონისძიება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ნაწილს ვიწვევთ, რომელთა კოლექციებს ბორდი არჩევს კვირეულის ფორმატის გათვალისწინებით. 19 ოქტომბერს ღონისძიებას ლაშა ჯოხაძის გახსნის ულამაზესი კოლექციით, მოეწყობა დამწყები და უკვე შემდგარი დიზაინერების საინტერესო პერფორმანსები, კვირეული კი,  ქეთი ჩხიკვაძის გრანდიოზული ჩვენებით დაიხურება. აღსანიშნავია, რომ სამოსთან ერთად სამკაულის და სხვა აქსესუარების კოლექციებიც იქნება წარმოდგენილი.

– (ნინო იოსელიანი) დიზაინერისთვის ძალიან რთულია შემოქმედებაზე და კომერციაზე ერთდროულად ზრუნვა, ამიტომ მაქსიმალურად ვეხმარებით შოურუმების და პრეზენტაციების მოწყობაში, რადგან ჩვენი მთავავარი მიზანი – სწორედ დიზაინერების პოპულარიზაცია და მათი შემოქმედების ფართო ასპარესზე გატანაა.

– მაკა, რამდენად რთულია ასეთი გრანდიოზული ღონისძიების მოწყობა?

– რა თქმა უნდა, რთულიცაა და საპასუხისმგებლოც, რადგან უამრავი საქმიანი შეხვედრა იმართება უცხოელ პარტნიორებთან, ბაიერებთან და მოდის მიმომხილველებთან კვირეულის ფარგლებში, რომლებიც არა მხოლოდ ქართულ მოდას, არამედ მთელ ქვეყანას ეცნობიან. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ერთ გუნდად შეკრულად ვმუშაობთ, მხარში გვიდგანან სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ კვირეულის გასავითარებლად და მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.

გადაცემის აუიდოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები