LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძე: „მყავს ნათესავი, რომელმაც გამათამამა და გამატუტუცა“

„სააღდგომოდ, ერთადერთი მინუსი მაქვს, პასკის ცხობის მცდელობა არასდროს მქონია; შარშან ძალიან საინტერესო გადაცემაში ვმონაწილეობდი, სადაც პასკა კონდიტერების დახმარებით გამოვაცხვე; ყოველ წელს ვიმეორებ, მაგრამ ვერ ხერხდება; სამზარეულოში თავისებური ღუმელი უნდა, რომელიც არ მაქვს; საპასუხისმგებლოა პასკის გამოცხობა; მყავს ნათესავი, მამიდაშვილი ნატო, რომელიც ყოველ წელს მანებივრებს სახლში გამომცხვარი პასკით; მოკლედ, გამათამამა და გამატუტუცა ჩემმა ნათესავმა, ნატომ; ყველანაირი დანამატების გარეშე მომწონს – ტრადიციული პასკა, ქიშმიშით; ცოტა წუნია ვარ ამ ამბავში. გურმანი რომ ვარ და მომწონს გემრიელი საჭმელები, ყველას ვერ ვიწონებ; კვერცხი უნდა იყოს მუქი ბორდოსფერი. არ უნდა იყოს გაფორმებული. ერთი სიტყვით ტრადიციული გოგო ვარ; ჩაქაფულს რაც ეხება, საერთოდ არ არის რთული მოსამზადებელი. მე არ მიყვარს ბატკნის ხორცით მომზადებული და რადგან რთულია ხორცის არჩევა, არ ვეკარები ბატკნის ხორცს და ვამზადებ ხბოს ხორცით; უხვად უნდა ჰქონდეს მწვანილი – ყველანაირი, გაზაფხულის მწვანილი; უხდება ტარხუნა, ტყემალი, თუ დაემთხვა ალუჩა; ერთადერთი ის არის, რომ ღვინოში ვშუშავ ამ ყველაფერს, თეთრ ღვინოში“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში მაკა ზამბახიძემ სააღდგომო ტრადიციების შესახებ ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ ჯერ არასდროს გამოუცხვია პასკა, მაგრამ ჩაქაფულს აუცილებლად ამზადებს.