LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mao: “ახალ პროექტს მსოფლიო სტანდარტის მუსიკოსებთან ერთად ვაკეთებ”

“ყველა ტრეკი, რასაც ვაკეთებ, მიყვარს; ახალი, რაც კეთდება, ყოველთვის იმ წამის ემოციითა და განწყობით კეთდება; ალბათ იმიტომაც მიყვარს, რომ ყველა ნამუშევარს პატარა ისტორია აქვს; ახალი კონცერტი ამ წლის ბოლომდე იგეგმება. ცოტა ხანში რეპეტიციებს ვიწყებთ. ორი ტრეკი, She Gets It და Hey Bird უკვე მოისმინა მსმენელმა; ეს არის ჩემი, რიგით მესამე პროექტი, რომელსაც ძალიან მაგარ ბიჭებთან ერთად, ჩვეულებრივად, მსოფლიო სტანდარტის მუსიკოსებთან ერთად ვაკეთებ, რომლებიც  დაიბადნენ საქართველოში და არიან ჩვენთვის საამაყო მუსიკოსები. ესენი არიან: ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, უჩა მეტრეველი. თუ დაემთხვა და ბექა გოჩიაშვილი, რომელთანაც ერთი ტრეკი გვაქვს გაკეთებული, აღმოჩნდა საქართველოში, კიდევ ერთი სიურპრიზი იქნება მსმენელისთვის; ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები” – მაია დარსმელიძემ, 2016 წლის მიწურულს დაგეგმილი Live-ის შესახებ, ექსკლუზიურად ფორტუნას მსმენელს უამბო. გადაცემაში “ლიმონი” მუსიკოსმა საკუთარ შვილზე ისაუბრა და განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება ვიხილოთ სტეფანია სცენაზე.