LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ბანცური: მომავალი წლისთვის უამრავ სიახლეს ვგეგმავთ

8

27 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM”-ს ავეჯის სახლის „პანცილიონის“ მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ბანცური, შპს „ჰიდროსაიზოლაციო ტექნოლოგიების“ დირექტორი და კომპანია „პენეტრონ-როსიას“ ოფიციალური დილერი საქართველოში, ბატონი ჯიმშერ შენგელია და „გოლდენ არტ ჰოლდინგის“ პროდიუსერი ინგა მახარაძე-ალექსიძე სტუმრობდნენ.

– ბატონო ჯიმშერ, თქვენმა კომპანიამ უამრავ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა. გასული წელი მართლაც გამორჩეული იყო თქვენთვის, რადგან ერთის მხრივ უამრავი სიახლე შესთავაზეთ მომხმარებელს, მეორეს მხრივ კი, ძალიან ბევრი კეთილი საქმე გააკეთეთ. თავად როგორ შეაფასებდით გასულ წელიწადს?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ შპს „ჰიდროსაიზოლაციო ტექნოლოგიებს“ მომავალ წელს დაფუძნებიდან 10 წელი შეუსრულდება. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ კომპანიათა ჯგუფთან „პენეტრონ-როსიათან“, რომლის ოფიციალური დილერები ვართ საქართველოში. რაც შეეხება გასული წლის შეჯამებას – ცოტა უხერხულია ქველმოქმედებაზე საუბარი, თუმცა, ვფიქრობ აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჩვენი კომპანია 15-მდე სხვადასხვა მიმართულების ორგანიზაციას და ფონდს დაეხმარა. 2017 წელს კომპანია აქტივობის გაზრდას გეგმავს, მონაწილეობას მივიღებთ სახელმწიფოს  ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რათა ყველას შევთავაზოთ ჩვენი უნიკალური ჰიდროსაიზოლაციო პროდუქტი და რა თქმა უნდა, ქველმოქმედებას გავაგრძელებთ ხელოვნების სფეროში.

– მარიამ, თქვენმა კომპანიამ უამრავი კულტურული ღონისძიების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. თქვენ როგორ შეაფასებდით 2016 წელს?

– ჩვენი კომპანია უკვე 15 წელია ბაზარზეა და მეტად წარმატებულად მუშაობს. ამჟამად კომპანიაში 87 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შორის ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი და დევნილია. მომავალი წლისთვის უამრავ სიახლეს ვგეგმავთ, ვაპირებთ ახალი საწარმოს გახსნას, რომელიც კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების და ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გასვლის საშუალებას მოგვცემს. გარდა ამისა, მომავალ წელს ჩვენს შოურუმებში ინოვაციებით ცნობილი ბელგიური ბრენდის რბილი ავეჯი გამოჩნდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია იტალიურ ავეჯის მწარმოებელთან „მოდენეზე გასტიონესთან“ გაფორმებიული ხელშეკრულება, რომელიც ყოველთვის „ლაქშერის“ კლასის პროდუქციას ქმნის. მალე ჩვენი კომპანია მომხმარებელს არა მარტო ავეჯს, არამედ არქიტექტურულ სამუშაოებს და ინტერიერის დიზაინსაც შესთავაზებს, საახალწლოდ კი, აქციები გვექნება ფასდაკლებებით, უამრავი საჩუქრითა და სიურპრიზით. წლევანდელ აქტივობებს რაც შეეხება – ჩვენ Check in Georgia-ს ფარგლებში მოწყობილი ანრი ჯოხაძის კონცერტის ერთ-ერთი სპონსორები ვიყავით. გარდა ამისა, დავაფინანსეთ „მისს საქართველო“, სწორედ ჩვენ ვიზრუნეთ ნუკა ყარაშვილის გამგზავრებაზე „მისს მსოფლიოს“ კონკურსზე.

– ქალბატონო ინგა, სად გაიმართება „გოლდენ არტ ჰოლდინგის“ დაჯილდოვება და რა არის მისი მთავარი მიზანი?

– პირველ რიგში , მინდა ავღნიშნო, რომ მედიაჰოლდინგი „ფორტუნა“ უკვე მეოთხედაა წარდგენილი ჩვენს დაჯილდოვებაზე. გარდა ამისა, წელს ერთ-ერთი განსაკუთრებული ნომინანტი ტელეკომპანია „მიუზიკ-ბოქსიც“ იქნება. ალბათ იცით, რომ ჩვენ ყოველწლიურად ყველაზე მაღალი რეიტინგის მედიასაშუალებებს ვაჯილდოვებთ, რომლებიც ყოველთვის პროფესიონალიზმითა და მაუწყებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. გარდა ამისა, ჩვენ იმ წარმატებულ სახელმწიფო პროექტებსაც გადავცემთ პრიზებს, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ ქვეყნის აღმშენებლობაში. წელს ჩვენი საამაყო ნომინანტი იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ქალაქ თბილისის მერია და პროექტი „ახალი ტიფლისი“, რომელიც ყველამ მოიწონა, პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და პროექტი „სტარტაფი“. ძალიან ვამაყობთ ჩვენი წლევანდელი ხელოვანი ნომინანტებით, რომელთა შორის იქნებიან ლადო ათანელი, გიორგი სუხიტაშვილი და მრავალი სხვა. დაჯილდოვების ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება „დიდუბე-პლაზაში“. პირდაპირი ტრანსლაცია კი, „TV-პირველის“ ეთერით გადაიცემა.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები