მარიამ ჯანჯღავა: "ბერკლი გაძლევს საშუალებას იყო წარმატებული" | Radio Fortuna - ოფიციალური ვებგვერდი

მარიამ ჯანჯღავა: „ბერკლი გაძლევს საშუალებას იყო წარმატებული“

მარიამ ჯანჯღავა: „ბერკლი გაძლევს საშუალებას იყო წარმატებული“

„დიდი ხანი ველოდებოდი, როდის მომილოცავდა ბერკლი; ბოლომდე არ მჯერა, რომ ბერკლის სტუდენტი ვარ; რაც ვარსებობ და არსებობს ჩემი კარიერა, არსებობს ბერკლიც იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ჩემი მიზანი იყო. საიდან ვიცი, რომ ბერკლი არსებობს – ადრე, ჩემმა მეგობრებმა ჩააბარეს. გულით მინდოდა, რომ ჩამებარებინა. პირველ რიგში, უნდა არსებობდეს რაიმე ორგანიზაცია, რომელიც წარმატებულ სტუდენტებს დააფინანსებს და მისცემს იმის საშუალებას, რომ მაღალკვალიფიციურ სასწავლებელში ისწავლოს. ეს შანსი მხოლოდ ერთხელ ეძლევა ნებისმიერ ადამიანს; ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, მეტი იშრომონ და მეტი განათლება მიიღონ თავიანთ სფეროში. ეს მნიშვნელოვანია ცხოვრებაში; ალბათ ისეთ განათლებას მომცემს ბერკლი, როგორსაც სხვაგან ვერ მივიღებდი. ამ სასწავლებელში უმაღლესი განათლების მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მუსიკოსია; იმედი ყოვლეთვის მქონდა, რომ ჩემთვის საინტერესო მუსიკოსებს შევხვდებოდი იმიტომ, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი ამაზე; ბერკლი გაძლევს საშუალებას, რომ იყო წარმატებული; ჩემთვის ყველაზე ახლოს არის ბლუზი. პოპი შეიძლება ყველას მოერგოს“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში მარიამ ჯანჯღავამ „ბერკლიში“ ჩაბარების შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა მომღერალი აღნიშნავს, რომ აუცილებელია არსებობდეს რაიმე ორგანიზაცია, რომელიც ნიჭიერ სტუდენტებს დააფინანსებს. მარიამი ახალგაზრდებს ურჩევს, მეტი იშრომონ და თავიანთ სფეროში მეტი განათლება მიიღონ.

6 აპრილი, 2018

სხვა ჩანაწერები