LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ხაჭვანი: “ქართული პუბლიკის წინაშე წარსდგომა უფრო საპასუხისმგებლოა, ვიდრე უცხოელების”

11

13 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სტუმრობდა, რომელმაც ფილმის „დედე“ თბილისურ პრემიერაზე ისაუბრა.

– მარიამ, „დედემ“ უამრავი საერთაშორისო პრემია მოიპოვა და დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრს მიიღებს. ვინ ასრულებს მთავარ როლს ფილმში?

– ფილმში მხოლოდ ერთი პროფესიონალი მსახიობი გიორგი ბაბლუანი თამაშობს, დანარჩენები კი, სვანეთის მკვიდრნი არიან. ფილმის დიდი ნაწილი სვანურ დიალექტზეა, ძალიან მინდოდა ავთენტურობის შენარჩუნება და სწორედ ამიტომ ვთხოვე ადგილობრივებს ფილმში მონაწილეობა. გიორგის პარტნიორობას ნათია ვიბლიანი, ნუკრი ხაჭვანი და გირშელ ჭელიძე გაუწევენ.

– რა იყო ყველაზე რთული ფილმის გადაღების პროცესში?

– უამრავი მოულოდნელი პრობლემა შეიქმნა და ძალიან გაგვიჭირდა მუშაობის დასრულება. თუმცა, ყველაზე არასასიამოვნო მაინც გადაღებების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჩვენი ოთხი მსახიობის დაკავება გახდა.

– რას გრძნობდით, როცა პირველი პრიზი მიიღეთ?

– ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი-ვარის ფესტივალზე შედგა და პირველი პრემიაც სწორედ იქ მივიღე. სიმართლე ვთქვა, არ ველოდი, რომ ასეთ სოლიდურ ფესტივალზე, სერიოზული კონკურენციის პირობებში ჩვენი ფილმი გაიმარჯვებდა და ძალიან გამიხარდა, როცა პრაღაში დამირეკეს და ფესტივალზე ჩასვლა მთხოვეს ჯილდოს მისაღებად.

– როდის მოეწყობა „დედეს“ პრემიერას თბილისში?

– ფილმის პრემიერა 22 თებერვალს შედება, 23-დან კი, მაყურებელს მისი ნახვის საშუალება კინოთეატრებში ექნება. სხვათაშორის, ძალიან ვნერვიულობ, რადგან ქართული პუბლიკის წინაშე წარსდგომა უფრო საპასუხისმგებლოა, ვიდრე უცხოელების.

– ახალ პროექტზე ხომ არ მუშაობთ?

– ახალ პროექტზე მუშაობა უკვე დავიწყე, მეტიც ფილმის სცენარით აზიის კონოაკადეემის გრანტი მივიღე და კანის კინოფესტივალის პროგრამაში cinema Fondation მოვხვდი, მალე კი, პარიზში გავემგზავრები და  რეალურ ისტორიაზე შექმნილ სცენარზე გავაგრძელებ მუშაობას.

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები