LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკა თხელიძე: “დღევანდელ დღემდე ხალხმა მომიყვანა და ხალხის ხელი ურევია იმაში, რომ ვცდილობ გავაქტიურდე”

“დიახ, გავაზიარე ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბენდთან “Yellow” ერთად ვმღერი – ეს არის ჯილ სკოტის ქავერი, “Golden”. ჩვენ უკვე გავაკეთეთ პროგრამა და ახლა მის სრულყოფაზე ვმუშაობთ; შესასრულებელი სიმღერების ნუსხაშია ჩემი, ძველი სიმღერები და ქართულთან ერთად, უცხოური ჰიტები; დიდი შემოქმედებითი პაუზა მქონდა, თუმცა ეს გარკვეულ მიზეზებს მოიცავს. მთავარია, ახლა გავაქტიურდი და ყველანაირად ვცდილოობ წინ წავიდე; ყოველთვის სოლო შემსრულებელი ვიყავი, მაგრამ მქონდა ნატვრა მყოლოდა ბენდი; “იელოუსთან”ერთად მუშაობა დიდი ბედნიერებაა; რაღაცნაირად ისე დაემთხვა, რომ შევხმიანდით და შევიკრიბეთ. გავიცანით ერთმანეთი და რეპეტიციები დავიწყეთ; მარიკა თხელიძე და ბენდი “Yellow” – ასე წარვდგებით მაყურებლისა და მსმენელის წინაშე; ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. გვინდა, რომ ჩავერთოთ რამდენიმე კლუბში და მეტად გამოვჩნდეთ, თუმცა დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ; შევასრულებთ ისეთ სიმღერებს, რომლებიც ხალხს უყვარს და ენატრება; გეგმაში ბევრი ექსპერიმენტი და სიურპრიზი მაქვს; ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ჩემ თავს ძალიან დიდი დღესასწაული ხდებოდა და ამას ისე ვერ ვაფასებდი და ვერ ვგრძნობდი, როგორც ახლა; დრო რომ გავიდა მივხვდეი – სიმღერა ჩემი ცხოვრების ნაწილია; დღევანდელ დღემდე ხალხმა მომიყვანა და ხალხის ხელი ურევია იმაში, რომ ვცდილობ გავაქტიურდე” – მარიკა თხელიძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში ახალ პროექტზე ისაუბრა. ქართველი მომღერალი ძველ და ახალ ჰიტებზე ბენდთან “Yellow” ერთად მუშაობს და მაყურებლთან და მსმენელთან შეხვედრას უახლოს მომავალში გეგმავს.