მარიკა თხელიძე: „მეორე ეპიზოდში დიდ იმედს ვამყარებ… მაგარი შოუ იქნება“

მარიკა თხელიძე: „მეორე ეპიზოდში დიდ იმედს ვამყარებ…  მაგარი შოუ იქნება“

მარიკა თხელიძე: „მეორე ეპიზოდში ძალიან დიდ იმედს ვამყარებ მე, ჩვენ, გუნდის წევრები. ვგულისხმობ დევი ლევინს, მეწყვილეს, ტყუპებს, „TwinCity”, ელენე სურმანიძეს და ბარბარე ჩიქოვანს, რომლებიც ამ გამოსვლაში მონაწილეობენ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და დღეს ცეცხლს ნამდვილად დავანთებთ. მაგარი შოუ იქნება. მუსიკის, ენერგეტიკისა, თუ ზოგადად ყველაფრის გათვალლისწინებით. სიურპრიზი ნამდვილად გელოდებათ. ძალიან მიყვარს ცეკვა და მომეცა საშუალება, საზოგადოების წინაშე ამ კუთხით წარვდგე. შევიძინე ადამიანები, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრება ვიმეგობრებ. ამ პროექტმა სილაღე, სითამამეც შემმატა. ძალიან მომენატრა და ისევ რომ სცენაზე ვარ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვგრძნობ ძალიან დიდ სტიმულს და ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ამ გუნდთან თანამშრომლობას, არც მომავალში გამოვრიცხავ“

დევიდ ლევინი: „მე და მარიკამ ერთმანეთი დაგვიანებით გავიცანით. შესაბამისად თავიდან ნერვიულობდა, მაგრამ ჩემი მიდგომით საქმის მიმართ და მონდომებით, მარიკაზე დადებითი ზეწოლით და 24 საათი ვარჯიშით, თავიდანვე გაჩნდა ურთიერთგაგება და მოტივაცია იმისა, რომ ვიყოთ საუკეთესოები. პრეტენზიული არ არის, მარიკა უფრო პროფესიულად უდგება ამ პროექტს და დომინანტის პოზიციებს თმობს. მენდობა და იცის, ორივესთვის საუკეთესო მინდა. გვინდა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო მხარე და ამისთვის უნდა დაგვირეკოთ ნომერზე 0 903 300 342“

რადიო „ფორტუნას“ ეთერში მარიკა თხელიძემ და დევიდ ლევინმა პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მეორე ტურის შესახებ ისაუბრეს. როგორც ცნობილი მომღერალი, ასევე ქორეოგრაფი და მოცეკვავეც აღნიშნავს, რომ სურთ შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოაჩინონ.

15 ოქტომბერი, 2018

სხვა ჩანაწერები