LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას შემდეგ, რაც პარლამენტი მთავრობას დაამტკიცებს, პრემიერს მთელი მთავრობის დათხოვნა შეეძლება

დღეს მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, თუ მთავრობის 1/3 შეიცვლება, ანუ პრემიერ-მინისტრი თუ მინიმუმ 7 მინისტრს შეცვლის, მთავრობა ვალდებული ხდება მივიდეს პარლამენტთან და მათი ნდობა ხელახლა მიიღოს.

კონსტიტუციონალისტის, ვახო ჟვანიას განმარტებით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ეს მუხლი მთლიანად ამოღებული იქნება, ანუ – პარლამენტი როგორც კი ნდობას გამოუცხადებს მთავრობას და მთავრობა უკვე დაიწყებს საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას, პრემიერ-მინისტრს მაშინვე შეუძლია შეცვალოს  მთავრობის მთელი შემადგენლობა და ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს ის მთავრობა, რომლისთვისაც პარლამენტს ნდობა არ გამოუცხადებია.

რაც შეეხება მონარქიას – სჭირდება თუ არა საქართველოს ბაგრატიონების ტახტის აღდგენა, რა დადებით და უარყოფით შედეგებს მოიტანს მონარქია ჩვენი ქვეყნისთვის – მოისმინეთ ვახო ჟვანიას მოსაზრება.