მასტერი: „რეპერებმა წავგლიჯეთ ერთი ნომინაცია ესტრადის ვარსკვლავებს“

413

„რეპი მაინც დაჩაგრულ ჟანრად ითვლება, საქართველოში. ვგულისხმობ იმას, რომ ყოველთვის ნაკლები ყურადღება ენიჭება რეპს და არენდბის. ეს არც არის გასაკვირი, მაგრამ მე ორგზის ჩემპიონი ვარ, „ოქროს ტალღაზე“ და ყოველთვის, როცა ავდივარ სცენაზე იმას ვამბობ, რომ მოხარული ვარ, რეპერებმა წავგლიჯეთ ერთი ნომინაცია ესტრადის ვარსკვლავებს. რეპერებმა – მრავლობითში ვამბობ ხოლმე იმიტომ, რომ ვგრძნობ პასუხისმგებლობას. როცა ადის რეპერი და იგებს ნომინაციას, მაღალი დონის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე, რეპერების სახელითაც ვარ, იქ. ყოველთვის ვამბობდი, „ოქროს ტალღა“ ძალიან დიდი სტიმულია და ერთგვარი დაფასებაა ისეთი ეკონომიკური დონის ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი შოუბიზნესი არ არის მდიდარი, მატერიალური შემოსავლით და როცა გაძლევენ ასეთ ჯილდოს, ეს ერთგვარი საპირწონეა ყველაფრისა. ორგანიზება ყოველთვის უმაღლეს დონეზეა, რაც გაძლევს იმის საშუალებას, რომ მოეშვა და თქვა, „ვაუ“. „ფორტუნა +“, რეზო კაკულიას თაოსნობით არის ერთადერთი რადიო, რომელიც ყოველთვის დიდ ყურადღებას ანიჭებს ქართულ ჰიპ-ჰოპს, არენდბის“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ქართველმა რეპერმა „ოქროს ტალღის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მასტერმა აღნიშნა, მას დადებითი მოლოდინი აქვს. რეპერმა ექსკლუზივიც გაგვანდო. მასტერი ბენდთან ახალ პროექტზე მუშაობს და მალე მსმენელის წინაშე ქართული რეპით წარდგება.

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები