LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მენტალიტეტი, როგორც უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზი

დასაქმების სააგენტოების ნაწილი შრომის ბაზარზე კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც „ეიჩ არ ჯის“ კომერციულმა დირექტორმა ეთერ ლეშჩინსკაიამ „ფორტუნას“ განუცხადა, მათი დაკვირვებით, პრობლემა მენტალიტეტშია. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს უარყოფითს, აქ საუბარია არაპოპულარულ მიმართულებებზე, რაც განსაკუთრებით რეგიონებში განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს. მაგ. ეს არის აუთვისებელი სექტორი რეგიონში, სოფლის მეურნეობის სფეროში, რომლის პოპულარიზაცია არ ხდება. როგორც ლეშჩინსკაია ამბობს, იქიდან ჩამოდიან დედაქალაქში და აქ სურთ დასაქმება, მაგრამ მოთხოვნა იმდენი არაა, რამდენიც მიწოდება. „მსგავსი ტიპის მენტალობა ხელს გვიშლის, რომ განვითარდეს სოფლის მეურნეობა, ეს კი ეკონომიკურ წინსვლაზე აისახება, საჭიროა ამის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, სახელმწიფომ დაიწყო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, თუმცა უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო“, – აცხადებს ლეშჩინსკაია.