LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი: „ოქტომბერში, ფილარმონიაში, სხვა სპეციალობის ხალხთან ერთად ვიმღერებ“

„ბათუმში იცით როგორი სეზონია და რამდენი სტუმარი, თბილისიდან თუ სხვა ქალაქებიდან. უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ისეთი ადგილია, სადაც ძალიან კომფორტულად შეიძლება დაისვენო, გაერთო. მუსიკა კარგი, დიჯეი კარგი, სიტუაცია კარგი და თავადაც ძალიან მსიამოვნებს სტუმრობა გამოსვლის გარეშეც. თუმცა, როცა გამოსვლას ვგეგმავ, ვიცი უკვე რასაც ვაკეთებ.

მოგეხსენებათ, გვიან იწყება, ყველას გართობა უნდა, მათ შორის მეც და ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტუმრებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ. ბუნებრივია მთავარი აქცენტი კეთდება ჰიტებზე, რომლებიც ყველამ კარგად იცის. ამდენად ყველას, 20 ივლისს “სოჰოში” ველოდები. ასეთ დროს ყველა მოდის დასასვენებლად და გასართობათ და ამისთვის საზოგადოებას ყველა პირობა უნდა შევუქმნათ. დარბაზი, შემსრულებელი, ერთი ორგანიზმია.

რაც სამომავლო გეგმებს ეხება, გარდა იმისა, რომ რამდენიმე გასვლა მაქვს ევროპაშიც, ასევე ისრაელში. ჩემთვის ყველა გამოსვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი მნიშვნელობას ვანიჭებ კონცერტს თბილისში. ყოველთვის მიხარია და ვღელავ.

ოქტომბერში კიდევ ვაპირებ კონცერტის გაკეთებას, ფილარმონიაში. საინტერესო გადახვევებით. ის რაც უკვე შექმნილია, ვერ გავექცევი, მაგრამ სიახლეები იქნება. ბევრი საინტერესო სიურპრიზი იქნება. ხალხი მიჩვეულია, რომ ყოველთვის მარტო ვმღერი. ამჯერად მეგობრებთან ერთად ვიმღერებ, მაგრამ არა მუსიკოსებთან, არამედ სხვა სპეციალობის ხალხთან ერთად“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში მერაბ სეფაშვილმა უახლოეს მომავალში დაგეგმილი კონცერტების შესახებ ისაუბრა. ცნობილი ვარსკვლავი მსმენელსა და მაყურებელს საინტერესო სიურპრიზსაც უმზადებს და ოქტომბერში თბილისის საკონცერტო დარბაზში ეპატიჟება.