მერაბ სეფაშვილი: “შესრულდება სიმღერები, რომლებიც თქვენ გიყვართ, მაგრამ მე ჯერ არ მიმღერია”

მერაბ სეფაშვილი: “შესრულდება სიმღერები, რომლებიც თქვენ გიყვართ, მაგრამ მე ჯერ არ მიმღერია”

“ხომ იცით კონცერტი როგორი რამ არის. აუცილებელია იმ სიმღერების შესრულება, რომლებიც იცის ხალხმა და უყვართ, თუმცა ძალიან ბევრი, სხვა სიმღერაც შესრულდება, რომელიც ჩემგან ჯერ არ გაქვთ მოსმენილი. ცნობილი ჰიტების, ჩემი ვერსიები გავაკეთე და ეს არის ჩემი დამოკიდებულება ამ სიმღერებისადმი. ეს სიმღერები თქვენ გიყვართ, მაგრამ მე ჯერ არ მიმღერია; კონცერტი საინტერესოა იმითაც, რომ ბენდის გარდა დათო მაზანაშვილის კამერული ორკესტრიც დაუკრავს; ვფიქრობ, რომ საინტერესო ვერსიები იქნება; კონცერტი ყოველთვის მნიშვნელოვანია მუსიკოსისთვის და ამ შემთხვევაში უფრო, რადგან მაღალი რანგის მუსიკოსებთან ერთად წარვდგები მაყურებლისა და მსმენელის წინაშე; წლების მანძილზე ემოცია და განცდა არ იცვლება. დამოკიდებულება კონცერტის მიმართ ყოველთვის ერთნაირად სერიოზული მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი განსაკუთრებულია და შედეგიც ასეთივე მინდა იყოს; ვფიქრობ, მაყურებელი ისიამოვნებს; ახალგაზრდა კოლეგები და მეგობრები იმღერებენ ჩემთან ერთად, მაგრამ ეს არ იქნება სპეციალურად შექმნილი დუეტები; კარიერას არ ვასრულებ; ის განცდა სანამ გაქვს, რომ ახალი შექმნა, ყოველთვის მზად ხარ გააგრძელო ის რასაც აკეთებ და საინტერესოდ აკეთო და როცა ამის სურვილი აღარ გაქვს, მაშინ უნდა დაამთავრო. აღარ უნდა შეაწუხო არავინ” – მერაბ სეფაშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში საიუბილეო კონცერტზე ისაუბრა, რომელიც რუსთაველის თეატრში 15 ივნისს გაიმართება.

11 ივნისი, 2017

სხვა ჩანაწერები