„Mercedes Fashion Week“ ავთანდილის ჩვენებით გაიხსნება

„Mercedes Fashion Week“ ავთანდილის ჩვენებით გაიხსნება

3 მაისს რადიო ”ფორტუნას” და თათია სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს Mercedes Fashion Week-ის ორგანიზატორები სოფო ჭყონია და თამუნა გვალია სტუმრობდნენ.

Mercedes Fashion Week 5 მაისს გაიხსნება და ოთხი დღის განმავლობაში ქართველ დიზაინერებთან ერთად ბევრ უცხოელ სტუმარსაც უმასპინძლებს.

– სოფო, რითი იქნება გამორჩეული წლევანდელი Mercedes Fashion Week?

– პროექტი ზოგადად ძალიან მრავალფეროვანი გამოდის, რომელშიც აბსოლუტურად განსხვავებული სტილის და გემოვნების დიზაინერები ღებულობენ მონაწილეობას. როგორც გასულ წლებში, წელსაც ბევრ სტუმარს სურდა ჩამოსვლა, თუმცა ჩვენ რაოდენობაზე მეტად ხარისხი გვაინტერესებს, ამიტომ აქცენტს მოდის სფეროში ავტორიტეტული ადამიანების მოწვევაზე ვაკეთებთ.


IMG_4104– როდის გაგიჩნდათ ამგვარი პროექტის გაკეთების სურვილი?

– დიდი ხანია დამწყები დიზაინერების კონკურსს ვატარებ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ბევრი ნიჭიერი დიზაინერი გვყავს, რომელთაც უზარმაზარი პოტენციალი აქვთ. თუმცა, ამ პოტენციალს მიმართულება არ აქვს. იქმნება კოლექციები, იხარჯება ფული და ყველაფერი უშედეგოდ. შედეგის მისაღებად ბევრ შრომასთან ერთად იმ ადამიანის მხარდაჭერაა საჭირო, ვინც საკუთარი იდეების რეალიზაციაში დაგეხმარება. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ახალგაზრდა დიზაინერებს აიღონ სწორი მიმართულება და გახდნენ მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ნაწილი.

– თამუნა, რამდენად რთულია ამგვარი ღონისძიების ორგანიზება?

– ძალიან დიდია ინტერესი ღონისძიების მიმართ. სერიოზულ სტუმრებს ველოდებით და სამზადისიც შესაბამისი გვაქვს. ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა კვირეული მაღალი ხარისხის გამოვიდეს და დააკმაყოფილოს მსოფლიო სტანდარტები როგორც დიზაინერების ისე ორგანიზატორების მხრიდან.

IMG_4089– სოფო, ვისი ჩვენებით გაიხსნება კვირეული და რომელი დიზაინერების კოლექციების ნახვის საშუალება ექნებათ მოდის მოყვარულებს?

– კვირეული ავთანდილის ჩვენებით გაიხსნება და  ყველა წამყვანი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას. ყველა დიდი მონდომებით ემზადება, ნერვიულობს და მაქსიმალურად ცდილობს ძველი ხარვეზების გამოსწორებას. თითქმის ყველა კოლექცია ვნახე და მინდა ავღნიშნო, რომ გასულ წლებთან შედარებით საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს.

– ბევრს აქვს სურვილი დაესწროს თქვენს ღონისძიებას, თუმცა არ არის საშუალება. ფიქრობთ თუ არა ე.წ. ბილეთების სისტემის შემოღებაზე?

– ბილეთების გაყიდვა პრაქტიკაში არასდროს ყოფილა. მოდა არ არის წარმოდგენა, რომელსაც ნებისმიერი უნდა დაესწროს. პირიქით, ჩვენი მიზანია ამგვარ ღონისძიებებზე მხოლოდ ის ადამიანები მივიწვიოთ, ვინც პროფესიონალურად ერკვევა ამ სფეროში.

გადაცემის ჩანაწერი

4 მაისი, 2016

სხვა ჩანაწერები