LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტად მასშტაბურ პროექტს ვამზადებთ ალბომის, რამდენიმე ვიდეოს და გრანდიოზული კონცერტის ჩათვლით

6

გადაცემის ლაივი LIVE

29 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ Bravo Records-ის დამფუძნებელი ზაზა შენგელია, მუსიკოსები დათო ფორჩხიძე და დათო ხუჯაძე სტუმრობდნენ ახალი სიმღერის „სიყვარულის დღე“ პრემიერით.

– ბატონო ზაზა, როგორ შედგა Bravo Records-ისა და ჯგუფის „სახე“ თანამშრომლობა?

– ჩვენი მონდომებული მცდელობა შემოგვეტყუებინა „სახე“ სტუდიაში, საბოლოოდ წარმატებით დასრულდა და რამდენიმეთვიანი ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ ახალი ალბომიც მომზადდა. პირველი სინგლი რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და დარწმუნებული ვარ, პოპულარობასაც სწრაფად მოიპოვებს.

– დათო, რატომ გახდა თქვენი სტუდიაში შეტყუება ასე რთული?

– (დათო ფორჩხიძე) სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით იყო. ძალიან გამიოჭირდა, ბატონი ზაზას და დათოს, ალეკო ბერძენიშვილისა და ბორიკო შხიანის საერთო პროექტში ჩაბმა, რომელზეც არა რამდენიმე თვე, არამედ მთელი ორი წელი ვფიქრობდი. ვიცოდი, რომ მე და დათო დამოუკიდებლად ვერ შევძლებდით ალბომის ჩაწერას და ვეძებდი, ვისთან შეიძლებოდა თანამშრომლობა. მუშაობა ბორიკოსთან დავიწყეთ, მერე კი, ბატონი ზაზას ყურადღებაც დავიმსახურეთ.

– დათო, თავად რამდენად მოგწონთ საკუთარი ნამუშევარი?

– (დათო ხუჯაძე) ვფიქრობ, ჟღერადობით, სტილისტიკითა და ხასიათით სიმღერა ზუსტად ერგება თანამედროვეობას, რადგან ვცადეთ შეგვექმნა რაიმე ახალი, ის რაც დღეს ნაკლებადაა წარმოდგენილი ქართულ მუსიკაში. იმავე განწყობას იმეორებენ ალბომის დანარჩენი სიმღერებიც, რომლებიც იმედი მაქვს, ასევე დაიმსახურებენ მსმენელის მოწონებას. საერთო ჯამში მეტად მასშტაბურ პროექტს ვამზადებთ – ალბომის, რამდენიმე ვიდეოს და გრანდიოზული კონცერტის ჩათვლით, რომელიც 16 აგვისტოს გაიმართება Black Sea Arena-ზე.

– ბოლო დროს ძალიან აქტუალურია, სპეციალური სტუმრის მოწვევა, თქვენც ხომ არ გეგმავთ კონცერტზე ცნობილი ვარსკვლავის დაპატიჟებას?

– (დათო ხუჯაძე) კონკრეტულად ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა სავარაუდოდ, ჩვენც  გვეყოლება სპეციალური სტუმარი.

– (დათო ფორჩხიძე) ვფიქრობ, ის შემადგენლობა, ვინც კონცერტზე აპირებს გამოსვლას, ნაკლებად საჭიროებს დახმარებას განსაკუთრებული სტუმრების სახით. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ უმნიშვნელოვანეს საქმეს ვართ შეჭიდებული, რადგან არა ერთ, არამედ ათ სიმღერას ვუშვებთ და გრანდიოზულ კონცერტი გვაქვს დაგეგმილი, რაც ვფიქრობ ძალიან სერიოზული გამოწვევაა. თუმცა, თუ არ შევეჭიდეთ და არ დავძლიეთ ამგვარი სირთულეები, მაშინ არც უფლება გვაქვს ვუწოდოთ საკუთარ თავს კარგი მუსიკოსები.

– ბატონო ზაზა, როდის შედგება ახალი ალბომის პრეზენტაცია?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მე, როგორც Bravo Records-ის პრეზიდენტი რამდენიმე პროექტზე ვოცნებობდი, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ ჯგუფის „სახე“ ახალი პროექტი იყო, რადგან ერთის მხრივ, ჯგუფის წევრები ჩემი ძველი მეგობრები არიან, მეორეს მხრივ, კი, „სახე“ იმ მცირერიცხოვან კოლექტივთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისი სიმღერებიც ყოველთვის სწრაფად იქცევა ჰიტად. ძალიან მინდოდა, ჩაეწერათ ახალი ალბომი, რადგან დღევანდელ ქართულ ესტარადას ძალიან აკლია ლაღი  და ფერადი სიმღერები  ოპტიმისტური განწყობით. ვფიქრობ, ჯგუფის მთავარი მიღწევა მისი პროგრესია, რადგან მართალც ბრწყინვალედ შეძლო განვითარება ისე, რომ არ დაივიწყა საკუთარი ფესვები. უახლოეს მომავალში Bravo Records-ში სპეციალური პრესკონფერენცია მოეწყობა, სადაც ოფიციალურად გაცხადდება პროექტის შესახებ და ზუსტად განისაზღვრება ალბომის და კლიპის პრეზენტაციის, ასევე კონცერტების გამართვის თარიღი. გარდა ამისა, უამრავ სიურპრიზს ვუმზადებთ მსმენელს, რომელთა გაჟღერებისგან ჯერ თავს შევიკავებ.

– დათო, ალბომზე მუშაობისას კოლეგებს ხომ არ მიმართეთ დახმარებისთვის?

– (დათო ფორჩხიძე) მართალია, გარკვეულწილად დაგვეხმარნენ კოლეგები, მაგალითად ლაშა თოფურიამ ჩაგვიწერა გიტარის პარტია, მაგრამ იდეეს სულისჩამდგმელები ჩვენ ვართ და ძალიან მეამაყება, რომ მთელი პროექტი ჩვენი ხუთეულის შექმნილია.

– მუშაობით გატაცებული რამდენად იცლით ოჯახისთვის?

– (დათო ფორჩხიძე)  ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა შევხვდი მეუღლეს, შეცვლილი მომეჩვენა და მივხვდი, რომ ძალიან მომენატრა.

– (დათო ხუჯაძე) ანალოგიურ სიტუაციაში ვარ მეც, ძალიან დატვირთულს პრაქტიკულად დრო აღარ მრჩება ახლობლებისთვის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები