LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ბახტაძის გზა, ტექნიკური უნივერსიტეტიდან ოპერის სცენამდე

„პირველად ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, კომპიუტერებთან დაკავშირებით. მივედი „გეპეის კაპელაში”. შემდეგ მოვხვდი შვიდკაცაში, იყო ნანა მესხის კვარტეტი. ეს ყველაფერი ციცინო ფალავანდიშვილის ხელმძღვანელობით ხდებოდა. იყო ანსამბლი რუსთავი და გადავწყვიტე ვოკალური ხელოვნებისთვის მომეკიდა ხელი. მეგობარმა, რომელიც ჩემთან ერთად მღეროდა, გია წივწივაძემ მიმიყვანა პროფესორ ნოდარ ანდღულაძესთან და იქიდან მოყოლებული საოპერო ხელოვნებაში ვარ; საქართველოში ყოველთვის ჩამოვდივარ, როცა თავისუფალი დრო მაქვს. ოჯახის, მეგობრებისა და ნათესავების სანახავად; საქართველოში მგონი, სამი მოქმედი თეატრია. რეპერტუარი ძირითადად იტალიური, კარმენს თუ არ ჩავთვლით. ყველგან, ყველა დიდ თეატრში, იციან ქართველების შესახებ. სადაც მოვხვედრილვარ და ვიტყვი რომ ქართველი ვარ, უცებ, გაახსენდებათ ეს დიდი სახელები. თან უკვირთ, რომ პატარა ქვეყანაში ამდენი კარგი მომღერალია; ნიჭით რომ მიაღწიო მიზანს, უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი; „ქოვენთ გარდენში” დებიუტი ერთი წლის წინ შედგა. ეს იყო პუჩინის “IL Tabarro”. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა, ამ დრომდე; იტალიაში გამოვდიოდი ყველაზე დიდ ფესტივალზე, „არენა დი ვერონაში”, სადაც ანიტა რაჭველიშვილი გავიცანი. ნინო სურგულაძესთან ერთადაც ვიმღერე. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ერთმანეთს არ ვიცნობდით და იქ გავიცანით; მომავალ წელს ორი ახალი როლი მელოდება; წარმატებისთვის აუცილებელია  შრომისმოყვარეობა. ნიჭი არ გვაკლია ქართველებს. არ არის აუცილებელი იმაზე ფიქრი, სად უნდა იმღერო. ეს თავისით მოვა; ერთი რჩევა ახალგაზრდა კოლეგებს, აუცილებელია ენის ცოდნა – რაც უფრე მეტი ენა გვეცოდინება” – ქართველმა ბარიტონმა, მიხეილ ბახტაძემ რადიო „ფორტუნას” ეთერში კარიერულ მიღწევებზე ისაუბრა და ახალგაზრდა თაობას რჩევები მისცა.