LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძე: Check in Georgia აბსოლუტურად უპრეცენდენტო პროექტია

6

12 აპრილს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის შემაჯამაბელ ”არტ-FM”-ს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სტუმრობდა.

– ბატონო მიხეილ, პროექტი Check in Georgia ყველასთვის უაღრესად საინტერესო თემაა. თუ შეიძლება უფრო დეტალურად გვითხარით მის შესახებ.

– პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ Check in Georgia აბსოლუტურად უპრეცენდენტო პროექტია თავისი მასშტაბურობით და კომპლექსურობით, რომელიც ორიენტირებულია, როგორც გარე ისე შიდა ტურისტული ნაკადების გამსხვილებაზე და გააქტიურებაზე. ეს არ არის უბრალოდ ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი ან ვარაუდები. ჩვენ ძალიან კონკრეტული გამოცდილება გვაქვს იმისა, თუ როგორ აისახება გააქტიურებული კულტურული კალენდარი ქვეყანაზე და შესაბამისად მოსახლეობის შემოსავალზე. ასეთი საპილოტო პროექტი შარშან უკვე გავაკეთეთ. მხოლოდ ზაფხულის ერთი თვე რომ ავიღოთ და შევადაროთ წინა წელს, ვნახავთ რომ, გააქტიურებული კალენდრის შედეგად 54 მლნ. ლარით მეტი შემოვიდა და ესეც მხოლოდ მაშინ, რომ პროექტზე მხოლოდ 3 მლნ. დაიხარჯა. მინდა ხაზი გაუსვა, რომ აქ არაა საუბარი მხოლოდ რამდენიმე მსოფლიო ვარსკვლავის გამოსვლაზე, აქ საუბარია კონცერტებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, უამრავ სხვადასხვა აქტივობებსა და კულტურულ ღონისძიებაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. ესაა ის უპრეცენდენტო შეთავაზება, რომელიც ქართული საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაკეთდა, ანუ ის საკონცერტო მოედანი, რომელიც სრულად აღიჭურვება საჭირო ტექნიკით მუსიკალური ან ნებისმიერი სხვა ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ამგვარი ტექნიკურ-ორგანიზაციული უზრუვლეყოფა რამდენიმე ათეული ათასი ლარი დაჯდა, თუმცა ნებისმიერ პროდიუსერს უსასყიდლოდ შეუძლია მოაწყოს საკუთარი ღონისძიება. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ყველა ამ ღონისძიებაში რამდენიმე ათეული ათასი ლარით შედის თანადაფინასებაში, რაც ვთვლი, ადგილობრივი საშემსრულებლო ხელოვნების საკმაოდ კონკრეტული მხარდაჭერაა. გარდა ამისა, ამ პროექტმა გააერთიანა ყველა ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიება, მათ შორის მუსიკალური, თეატრალური, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალები, რომლებაც ისედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ყველაფერი ეს Check in Georgia-თი შეიკრა და სწორედ ამ ბრენდით წარსდგება საქართველო საერთაშორისო არენაზე.

ბუნებრივია, ეს პროექტი დიდ ინტერესს გამოიწვევს, მათ შორის ტურისტული ნაკადის შემოდინების თვალსაზრისითაც, რაც ავტომატურად ნიშნავს დამატებით შემოსავალს ქვეყნისთვის და ყველა იმ ბიზნესისა და სერვისის ხელშეწყობას, რომელიც ტურისტულ ინდუსტრიასთანაა დაკავშირებული. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ საერთაშორისო ვარსკვლავების ჩამოყვანა თავისთავად ზრდის ქვეყნის ცნობადობას და დადებითი იმიჯის დამკვიდრებას საერთაშორისო არენაზე.

– ბატონო მიხეილ, რა რაოდენობის უცხოელ სტუმარს ელოდებით და როგორ მოხდება ბილეთების რეალიზაცია?

– ბილეთების რეალიზაცია როგორც ინტერნეტით ისე სალაროებში მოხდება. დარწმუნებული ვარ პრობლემები ამასთან დაკავშირებით არ შეიქმნება, რადგან მსგავსი მაშტაბური ღონისძიების ჩატარების გამოცდილება უკვე გვაქვს.

– მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ჩვეულებრივ, რა რაოდენობის ტექნიკა ჩამოდის და მოჰყვება თუ არა მას მომსახურე პერსონალი?

– მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანით ჩვენ მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლეს ლიგაში გადავდივართ. ბუნებრივია, ასეთ კონცეტრებს სერიოზული ტექნიკური უზრუნველყოფა ჭირდება, ჩვენ ჯერჯერობით ამის რესურსი არ გვაქვს, ამიტომ იძულებული ვართ ამგვარი ტექნიკის დიდი ნაწილი უცხოეთიდან შემოვიტანოთ, რომელსაც ბუნებრივია ტექნიკური პერსონალიც მოჰყვება, თუმცა ჩვენ ადგილობრივ პერსონალსაც ვახვედრებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამგვარი თანამშრომლობა უფრო აამაღლებს ადგილობრივების  კვალიფიკაციას და შესძენს მათ საჭირო გამოცდილებას.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები