LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილს სანდრა რულოვსი შეცვლის?

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე, შესაძლოა, სანდრა რულოვსიც განიხილონ. რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „რაკურსში“ პარტიის წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ თებერვლამდე ყრილობას გამართავს და ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე სახელდება მხოლოდ დავით ბაქრაძე, თუმცა „რაკურსის“ კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ განიხილონ სანდრა რულოვსიც, კაპანაძემ განაცხადა, რომ „გამორიცხული არაფერია“.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს პოლიტიკური  ლიდერი, თუმცა კონკრეტულად ვინ იქნებიან დასახელებული, ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა. მგონია, რომ იქნება რამდენიმე კანდიდატურა, რაც ნორმალურია და გადაწყვეტილებას უმრავლესობა მიიღებს,“- განაცხადა კაპანაძემ.

გადაცემის ჩანაწერი