LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშო ჯავახიშვილი: „ჩვენი მიზანია „ევროვიზიაზე“ დასამახსოვრებელი სიმღერით წარვდგეთ“

„ჩემთვის ყველას აზრი მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით იმ კონკურსანტების და იმ კონკურსის, სადაც ჩვენ მივემგზავრებით. „ევროვიზია“, რომელსაც ჰყავს უდიდესი მსმენელი და მაყურებელი და ვფიქრობ, რომ ამ წლების განმავლობაში „ევროვიზიაზე“ თუ რაიმე მნიშვნელოვანი მოხდა – ერთ-ერთი სობრალის გამარჯვებაა; ევროვიზიაზე გაიმარჯვა მუსიკამ. ყველა ვთანხმდებით, რომ სობრალის გამოსვლა განსაკუთრებული იყო; ჩვენი ჯგუფისთვის „ირიაო“ მუსიკა უმთავრესია; მუსიკა აუცილებლად, ყოველთვის, გაიმარჯვებს; ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სობრალმა „ირიაოზე“ გააკეთა აქცენტი. მან თქვა, რომ რაღაც შევცვალეთ ჩვენ იმიტომ, რომ „ირიაო“, მისთვის მუსიკა, მიემგზავრება პორტუგალიაში; მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე სიმღერის ვერსიაზე, რომლისგანაც მაუწყებელმა, „ირიაოსთან“ ერთად უნდა აარჩიოს კონკრეტული, ერთი ნაწარმოები. ჩვენი საერთო მოთხოვნა, იდეა ის არის, რომ იყოს ეს ქართულ ენაზე. საბოლოო ვერსიაზე ამ ეტაპზე მეტს ვერ გეტყვით; ვმუშაობთ, რომ მუსიკა და სიმღერა იყოს მელოდიური, მარტივად აღსაქმელი იმიტომ, რომ „ირიაოს“ ყოველი სიმღერა, რომელსაც დათო მალაზონიასთან ერთად ვქმნით, ვცდილობთ, რომ ნაწარმოები შესრულდეს ისე, რომ ყველას გულამდე მივიდეს და ყველას გონებაში დარჩეს; მთავარი მიზანიც ეს არის, რომ „ევროვიზიის“ შემთხვევაშიც უნდა იყოს აღსაქმელად მარტივი სიმღერა; საინტერესო და ისეთი, რომ „ირიაოს“ ტრადიციები არ იქნება გვერდზე გაწეული; ყველა ფიქრობს გამარჯვებაზე; ჩვენი მოლოდინიც და განწყობაც, პირველ რიგში, არის ის, რომ საქართველო წარმოჩინდეს ღირსეულად. გვიხარია ამ სცენაზე დადგომა და ამ კონკურსში მონაწილეობა; ჩვენი მიზანია, როგორც კი სიმღერა დაიწყება, თავიდანვე, პირველ რამდენიმე ბგერაზე, უკვე დასამახსოვრებელი იყოს“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ეთნო ჯაზბენდის „ირიაო“ სოლისტმა, მიშო ჯავახიშვილმა ევროფესტივალზე გამგზავრებამდე, სამუშაო პროცესისა და მიზნების შესახებ ისაუბრა. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, რომ  „ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებულმა, სალვადორ სობრალმა სწორედ „ირიაოზე“ გააკეთა აქცენტი.