ნანუკა ჟორჟოლიანი: „ეს არ იყო იდეა, რომლის მიმართ მაყურებელი ნეიტრალური იქნებოდა“

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ეს არ იყო იდეა, რომლის მიმართ მაყურებელი ნეიტრალური იქნებოდა“

„ნიკამ, პირველად რომ შემოგვთავაზა, რომ შენ და მაია სცენაზე უნდა იდგეთ და იყოთ წამყვანები, მეც და მაიაც შევშინდით. სხვადასხვა ენერგეტიკა გვაქვს, სხვადასხვა მუხტი და რადიკალურმა სხვაობებმა, ვიფიქრე, რომ ბევრი ემოცია არ შეიტანოს სცენაზე. გადაცემა და სხვადასხვა პროექტი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიგვყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გუნდურად მუშაობას არ ვართ მიჩვეული. მივხვდი, რომ რაღაცნაირი ექსპერიმენტი იყო – როდესაც ამდენი წელია ამ სფეროში ხარ, გაამართლებდა, ან არა. ეს არ იყო იდეა, რომლის მიმართ მაყურებელი ნეიტრალური იქნებოდა; თავიდანვე ვთქვით კი იმიტომ, რომ მთელმა რიგმა ცვლილებებმა ცოტათი შეგვასუსტა, ზაფხულში. მივხვდი, რომ ტელეკომპანიას სჭირდებოდა ყველა ვაზნის გასროლა, ამ პროექტში. თუ საქმეს ვჭირდებით იქ ვიქნებით, სადაც საქმეს სჭირდება. მივხვდი, რომ ჩემთვისაც შანსი იყო, მაყურებელი სხვა კუთხით დამინახავდა. არ ვიცოდი გამომივიდოდა, თუ არა. ვნერვიულობდი, როგორც არასდროს. სცენაზე დგომის პირველი წუთები არ მახსოვს, ავტომატურად მივდიოდი. მერე გაყინული ხელები გამითბა; როდესაც განაცხადს აკეთებ, ამდენი წლის შემდეგ, მაყურებელს ეუბნები, რომ შენ გაქვს ამბიცია, რუსთაველის თეატრიდან წაიყვანო მეგაპროექტი, „მხოლოდ ქათული“, აბსოლუტურად უასმაგდებათ დამოკიდებულება, ეს გიასმაგებს პასუხისმგებლობას. ყველაფერს ხომ თავისი ასაკი აქვს, 23 წლის რომ ვრისკავდი, დღეს ისე ვეღარ ვრისკავ. წამყვანებში ხომ იმით გამოვირჩევი, რომ არასდროს ვიზუალზე არ ვფიქრობ, მაგრამ ახლა ახალი საფიქრალი მაქვს, როგორ უნდა გამოვიყურებოდე. ეს არის ყველაზე რთული ეტაპი იმიტომ, რომ არ მშურს არც ერთი ქალის, რომელიც დიდი ამაზე დიდი ხანი ფიქრობს“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ნანუკა ჟორჟოლიანმა „მხოლოდ ქართულის“ შესახებ ისაუბრა. პროექტის წამყვანმა პირველი ლაივ-შოუ გაიხსენა და აღნიშნა, რომ სცენაზე დგომის პირველი წუთები არ ახსოვს, მაგრამ მოგვიანებით გაყინული ხელები გაუთბა.

1 მაისი, 2018

სხვა ჩანაწერები