LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გოგიჩაიშვილი: „ეს უფრო სიურრეალიზმია“

ცნობილი მოდელის პირველი პერსონალური გამოფენა, ჩიკაგოში, პირველ თებერვალს გაიმართება

„ჩემთვის და ჩემი ახლობელი ხალხისთვის ამ ამპლუაში ჩემი ნახვა არც ისე განსაკუთრებულია, რადგან რეალურად ბავშვობიდან ვხატავ. ნიკოლაძეში ვსწავლობდი. დიზაინერის დიპლომიც მაქვს. ფერწერით ვარ უფრო გატაცებული, მაგრამ იყო პერიოდი, 6 წლის განმავლობაში საერთოდ გადადებული მქონდა ეს საქმე და ხდება ხოლმე, როცა შორდები და როდესმე დაბრუნდება ხატვის სურვილი. დღეს რაშიც ვხატავ და რა საღებავებთანაც მაქვს შეხება, ეს ტექნიკა არ მისწავლია. პერსონალური გამოფენა ეს იმხელა რაღაცა არის, არასდროს წარმომედგინა საკუთარ თავზე. რატომ ჩიკაგოში – ყველაფერი ჩიკაგოში დავიწყე. მის საქართველოს შემდეგ ეს ის 5-6 წელი არის, როდესაც პირველად ვიყავი ამერიკაში. გავიცანი ხალხი. დავაგროვე კონტაქტები. ორი წლის წინ დაინტერესდნენ ჩემი ნახატებით და შემდეგ ეს ყველაფერი დაივიწყა ყველამ. ახალი წლის პერიოდში, დეკემბრის მეორე ნახევარში, მეგობარმა, რომელიც ერთ-ერთ სოლიდურ კომპანიაში მუშაობს, მითხრა, რომ მისი კომპანიონები დაინტერესდნენ ჩემი ნახატებით. ნამუშრევრები შესრულებულია აკრილში, ტემპურაში, ზეთში და ტუშში – შერეული ტექნიკით. ეს უფრო არის სიურრეალიზმი. რატომ „Aqua By Nanuka” – იმიტომ, რომ წყალი არის ყველაფერი. საკუთარ ძალას წყლის ძალასთან ვაიგივებ. ჩიკაგოს შემდეგ მქონდა შემოთავაზება სხვადასხვა შტატებიდანაც. ამ ეტაპზე ყველა მგულშემატკივრობს, რისთვისაც დიდი მადლობა და იმედებს გავამართლებ“ – ნანუკა გოგიჩაიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ჩიკაგოში დაგეგმილი პერსონალური გამოფენის შესახებ ისაუბრა. ქართველმა მოდელმა აღნიშნა, რომ ბავშვობიდან ხატავს და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შემოქმედებით პროცესს ისევ დაუბრუნდა.