ნატა გოგოლაძე: „მთავარი იმ საქმის სიყვარულია, რომელსაც აკეთებ”

ნატა გოგოლაძე: „მთავარი იმ საქმის სიყვარულია, რომელსაც აკეთებ”

15 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ სავაჭრო ცენტრის „თბილისი მოლის“ კომერციული განყოფილების ხელმძღვანელი ნატა გოგოლაძე სტუმრობდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლისა და სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ, უზარმაზარი ოჯახისა და ხუთი შვილის დედამ, ქალბატონმა ნატამ  წარმატებით ჩაიბარა სავაჭრო ცენტრის „თბილისი მოლის“ კომერციული განყოფილების ხელმძღვანებლის პოსტი.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საერთაშორისო სტანდარტების პირველი უმსხვილესი კომპლექსი „თბილისი მოლი“, რომელიც მომხმარებელს ვაჭრობის, დასვენების და გართობის ყველა აუცილებელ პირობას სთავაზობს, ყოველთვის ინოვაციური და ეკოლოგიური სტანდარტების ადგიოლობრივ ტენდენციებთან ჰარმონიულ შერწყმაზეა ორიენტირებული.

– ქალბატონო ნატა, როდის შეუერთდით „თბილისი მოლის“ გუნდს და რას თვლით მთვარ ბენეფიტად კრეატიული დირექტორის პოსტზე?

– „თბილისი მოლის“ მართლაც არაჩვეულებრივ ჯგუფს ხუთი წლის წინ შევუერთდი. ჯერ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი ვიყავი, სულ ცოტა ხნის წინ კი, კომერციული განყოფილების ხელმძღვანელობაც ჩავიბარე და ახლა, ერთდროულად ვუძღვები მარკეტინგულ და კომერციულ ოპერაციებს, მთავარ ბენეფიტად კი, ჩემი შესაძლებლობლობების მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობას ვთვლი. მართალია, სხვადსხვა კომპანიაში, თოპ-მენეჯერის პოსტზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება შევიძინე,  მაგრამ „თბილის მოლის“ მენეჯერის თანამდებობაზე ჩემი უფლებამოსილება მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რადგან ცენტრში გაერთიანებული 250 ობიექტიდან ყველსათან სათითაოდ ვმუშაობ და სწორედ მათი მოთხოვნების გათვალისწინებით  ვცდილობ სტრატეგიის შემუშავებას.

– წლების მანძილზე მრავალ სფეროში მოსინჯეთ საკუთარი შესაძლებლობები. საინტერესოა, სად შეიძინეთ პირველი სამუშაო გამოცდილება?

– შეერთებული შტატებიდან ჩამოსული პირდაპირ ბატონ ბადრი პატარკაციშვილის კომპანიაში „სელფორდში“ აღმოვჩნდი მეტად საპასუხისმგებლო – დირექტორის პოსტზე. მართალია, ძალიან ახალგაზრდას, ნაკლები გამოცდილება მქონდა, მაგრამ რამდენიმე გასაუბრების გავლის შემდეგ, მაინც შევძელი ხელმძღვანელობის დარწმუნება, რომ წარმატებით შევძლებდი დაკისრებული ვალდებულებებისთვის თავის გართმევას.

– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია წარმატებული კომპანიისთვის კრეატიული ღონისძიებების გამართვა და ჩაებით თუ არა უკვე საახალწლო მზადებაში?

– ჩვენს კომპანიას ღონისძიებების საკუთარი კალენდარი აქვს. ყოველთვის ავღნიშნავთ საერთაშორისო დღესასწაულებს, ამასთანავე ვაწყობთ მრავალფეროვან ღონისძიებებს – ჩვენებებს, კონცერტებს და თეატრალური დადგმებს. ვცდილობთ მაქსიმალურად ფართოდ წარმოვადგინოთ ქართული კულტურა და ჩვენც შევუწყოთ ხელი მის განვითარებას. საახალწლო მზადება კი, დიდი ხნის წინ დავიწყეთ. დეტალებს ჯერ არ გავამხელ, თუმცა ავღნიშნავ, რომ ძალიან საინტერესო პროგრამით აუცილებლად სასიამოვნოდ გავაკვირვებთ მომხმარებელს.

– თავად რამდენად ხშირად ისვენებთ „თბილისი მოლში“?

– დასასვენებლად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლდ „თბილის მოლს“ ძირითადად უქმეებზე ვსტუმრობ ბავშვებთან ერთად და ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან კომპლექსში, სადაც ბავშვებისთვის ყოველ შაბათ-კვირას ეწყობა გასართობი ღონისძიებები, ნებისმიერი ასაკის ბავშვი მოძებნის მისთვის საინტერესო თავშესაქცევს.

– რას თვლით კომპანიის მთავარ მიზანად?

– რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი მომხმარებელზე ზრუნვაა. ყოველდღიურად საშუალოდ 25 ათას მომხმარებელს ვმასპინძლობთ, უქმეებზე კი, მათი რიცხვი 30 ათასს აღწევს, რაც საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია. მართალია, მასშტაბური პუბლიკის მოთხოვნებისა და გემოვნების გათვალისწინება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მრავალფეროვანი ღონისძიებების მოწყობას და ყველა სეგმენტის მომხმარებელს დააკმაყოფილებს. აუცილებლად მინდა ვუთხრა მადლობა ჩვენს მუდმივ მომხმარებელს, ვისგანაც ხშირად გამიგია, რომ ჩვენთან შოპინგი ყველაზე კომფორტული და მოსახერხებელია.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– მართალია, ბოლო დროს სივრცის სერიოზული პრობლემა შეგვექმნა, მაგრამ გარკვეულ სიახლეებს და ახალი ბრენდული მაღაზიების დამატებას 2019 წლისთვის მაინვ ვგეგმავთ.

– რამდენად მკაცრი ხართ თანამშრომლებთან ურთიერთობისას?

– საერთოდ ძალიან მომთხოვნი ვარ, რადგან მინდა ყველაფერი იდეალურად იყოს, ამიტომ თუ საჭიროა არც სიმკაცრეს ვერიდები.

– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

– ჩემთვის „ქეჟუალია“ მისაღები. გადატვირთული რეჟიმის გათვალისწინებით, სამოსზე ფიქრის დრო არასდროს მაქვს, ამიტომ ყოველთვის იმას ვირგებ, რაც კომფორტული და მოსახერხებელია.

– გაქვთ თუ არა საყვარელი ბრენდი და მაღაზია?

– ბრენდს განწყობის მიხედვით ვარჩევ. ჩვენს ცენტრში ძალიან საინტერესო მაღაზია „პერსპექტივაა“ გახსნილი, რომელიც მომხმარებელს ელეგანტურ, მეტად დახვეწილ სამოსს სთავაზობს და მეც ძალიან მომწონს.

– რა კრიტერიუმით აფასებთ საქმიანი პარტნიორის კომპეტენტურობას?

– პირველ რიგში მომზადებული უნდა იყოს საქმიანი შეხვედრისთვის, ჰქონდეს გეგმა და გარკვეული გათვლები, რადგან სამწუხაროდ, ბევრს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რა სურს და რისი შეთავაზება შეუძლია.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ძალიან არ მიყვარს დაყოვნება, მიტომ გადაწყვეტილებას ყოველთვის სწრაფად ვიღებ.

ბლიცკითხვები:

– „თბილის მოლის“ სლოგანი?

– „აღმოაჩინე ცხოვრების ახალი სტილი!“

– რა პროფესიას შეითავსებდით საკმარისი დრო რომ გქონდეთ?

– ძალიან მომწონს ფსიქოლოგია და ალბათ, ამ პროფესიას ავირჩევდი.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „არასოდეს თქვა არასოდეს!“

– აქსესუარი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?

– ავტომობილის გასაღები.

– კერძი, რომელზეც არასდროს ამბობთ უარს?

– გრილზე შემწვარი ორაგულის ფილე.

– სპორტის საყვარელი სახეობა?

– ჩოგბურთი.

– რას თვლით დასვენების საუკეთესო საშუალებად?

– მეგობრებთან ურთიერთობას და მათთან ერთად გართობას.

– საჩუქრის მიღება უფრო მოგწონთ თუ ჩუქება?

– ახლობლებისთვის საჩუქრების შეძენა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა, ამიტომ ყოველთვის სიამოვნებით ვჩუქნი.

– როგორია თქვენი „წარმატების ფორმულა“?

– ვფიქრობ, მთავარი იმ საქმის სიყვარულია, რომელსაც აკეთებ. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია მოტივაცია და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

16 ოქტომბერი, 2018

სხვა ჩანაწერები