ნათია დუმბაძე: “ახლა უფრო მობილიზებული ვარ დედობისთვის”

ნათია დუმბაძე: “ახლა უფრო მობილიზებული ვარ დედობისთვის”

მოგესალმებით დიდი ლოს ანჯელესიდან; ვარაუდი ასეთია და იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ლოს ანჯელესში გაჩნდება ჩემი მეორე შვილი;  ჯერ სახელი არ შემირჩევია; იცი რა არის, პირველი დედობა იყო ისეთი, ძალიან პატარა ასაკში. 19 წლის ვიყავი. ვერ ვგრძნობდი ისე, როგორც უნდა მეგრძნო. ახლა სულ სხვა პასუხისმგებლობით ვარ; სხვა ფიქრებით და სხვა მოლოდინით. სამზადისშიც განსხვავებულია. უფრო მობილიზებული ვარ დედობისთვის; დეკრეტში გასვლამაც ხელი შემიწყო და მე და ბაჩო დიდ სამზადისში ვართ. გადავედით ნივთების ყიდვაზე, ადრე ასე არ იყო. დუდუ რომ გაჩნდა, მერე მოვედით გონს და გვეყიდა ბავშვის ეტლი, ლოგინი. ახლა ბევრად მომზადებულები ვართ; თან აქ, ისეთ ქვეყანაში სადაც ყველაფერი ათიანზე უნდა გქონდეს; სქესი ვიცით, მაგრამ მოგვიანებით ვისაუბრებ; როცა მეორე შვილის დედა გავხდები, რამდენიმე თვე, ისე, როგორც ყველა დედა დავისვენებ, შვილთან ერთად და მერე შევუდგები ძველებურ საქმიანობას; დუდუ არის ყველაზე ბედნიერი; რაც ჩამოვედი, დღეში ორჯერ მირეკავს და მეკითხება როგორ ვარ, ბავშვი როგორ არის; დაბრუნებას ვაპირებ” – რადიო “ფორტუნას” ეთერში ნათია დუმბაძემ ისაუბრა – როგორ ემზადება ის მეორე შვილის დაბადებისთვის.  ახალგაზრდა მომღერალმა ის დროც გაიხსენა, როცა პირველად გახდა დედა.

14 დეკემბერი, 2017

სხვა ჩანაწერები