LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თოდუა: “ბედნიერი და გაოგნებული დავრჩი”

ქართველი გოგონას მეგრული სიმღერა და ამერიკელი მომღერლის ჰიტის “I Put A Spell On You” შესრულებით გერმანიაში მოპოვებული წარმატება;

“უღრმესი მადლობა დაინტერესებისთვის. რა თქმა უნდა, გერმანიაში ყველაფერი კარგად არის; ბედნიერი და გაოგნებული დავრჩი; თითქმის ყოველ დღე გაზეთებში ხვდება ინტერვიუები ჩემ შესახებ; ინტერესდებიან სად არის საქართველო, საიდან მოვდივარ; ვისაუბრე აფხაზეთზე. ერთ-ერთმცა ცნობილმა ჟურნალ-გაზეთმა “Bild” ჩემი ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ ნათია არის აფხაზეთიდან და მის ქვეყანაში დღემდე ომია, რის შემდეგაც ბევრი კითხვა წამოვიდა, თუ რა ხდება საქართველოში; პირველი “X ფაქტორი საქართველოში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო; სიმღერა 2013 წელს დავიწყე. 17 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ჯაზი, ბლუზი არის ის, რაც მინდა ვიმღერო; ზუსტად ამ აზრით მივედი “X ფაქტორის შესარჩევ კონკურსზე. ორგანიზატორებმა შემირჩიეს ზუსტად ის სიმღერა “i put a spell on you”, რომელიც ახლა, 2017 წელს ვიმღერე; უღრმეს მადლობას ვუხდი სტეფანეს, რომელმაც მაშინაც დიდი შეფასება მომცა; დავიბადე 1996 წელს, თბილისში და შემდეგ წავედით აფხაზეთში. ფაქტობრივად უმეტესობა ჩემი ცხოვრების გავატარე აფხაზეთში; იქ არაფრის შესაძლებლობა არ მქონდა; მთელი ცხოვრება ვუსმენდი რუსულ ესტრადას; ოჯახში მეგრულ სიმღერებს ვმღეროდით; ენის კურსებზე დავდივარ, რაც საჭიროა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად; ვემზადები მუსიკალურ აკადემიაში მოსახვედრად, რომელიც ერთადერთი უფასო უნივერსიტეტია გერმანიაში; მინდა მივიღო მუსიკალური განათლება, გავაკეთო საკუთარი სიმღერები; ყველას ვურჩევ – არ დაელოდოს სასწაულს და ეცადოს, თუნდაც სხვა ქვეყანაში სცადოს ბედი” – მუსიკალური პროექტის “The-Voice Of Germany ქართველმა მონაწილემ, ნათია თოდუამ რადიო “ფორტუნას” ეთერში უკვე მიღწეულ წარმატებაზე, საკუთარ წარსულსა და მომავალზე ისაუბრა.