LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია უზნაძე: “ეს არის ქვეყნის პროექტი და რეკლამა”

“ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz არაჩვეულებრივები არიან. მათი ნომერი, როგორც ყველა აღნიშნავს, ყველაზე გამორჩეულია; ეს არის ნოვაცია ევროვიზიისთვის; მთელი დღის მანძილზე არის რეპეტიციები; ახლაც, რამდენიმე წუთში უკვე გავალთ არენაზე; არაჩვეულებრივი გახსნა იქნება, არაჩვეულებრივი კონცერტი; ყველაფერი უკვე დამოკიდებულია ხალხზე და კიდევ ერთხელ, ტრადიციულად, მოვუწოდებ ყველას, აიღონ ტელეფონები, უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა. დარეკონ და დაამესიჯონ, რადგან თითოეული ზარი გადამწყვეტია. ეს არის ქვეყნის პროექტი. ქვეყნის წარდგენის პროექტი. ეს არის რეკლამა ქვეყნის, რომელსაც უყურებს 300 მილიონი მაყურებელი” – საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროვიზიის პროდიუსერმა, ნათია უზნაძემ, რადიო “ფორტუნას” ეთერში ევროფესტივალის ფინალზე ისაუბრა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდა ხმა მისცენ საქართველოს ელჩებს ევროვიზიაზე – ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz.

გადაცემის ჩანაწერი