ნეკა სებისკვერაძე: „ოქროს ტალღამ ბევრ წელს გაუძლო“

102

„მიხარია, რომ ასე გრანდიოზულად და სხვა სახით აღინიშნება წლევანდელი დაჯილდოება. ყოველ წელს ვესწრები. წელი არც მაქვს გაცდენილი, მგონი. დაჯილდოების ცერემონია ნებისმიერი მუსიკოსისთვის და შემსრულებლისთვის, პირველ რიგში, არის ძალიან დიდი სტიმული იმისა, რასაც ქმნი. იცი, რომ არის სივრცე, სადაც შეიძლება შეჯამდეს ახალი ნაბიჯის, ახალი შედეგი. სიყვარულის და გამოხატვის შესაძლებლობა ეძლევა მსმენელს. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დაჯილდოებამ ბევრ წელს გაუძლო, ეს არ არის ადვილი. პირველ რიგში რადიო „ფორტუნას“ და მისი გუნდის დამსახურებაა და დიდი მადლობა ამისთვის. სხვა ინიციატივებიც ყოფილა, მაგრამ მალევე დახურულა და ვეღარ გაუძლია წლებისთვის. დაჯილდოებაზე რა შემიძლია ვთქვა, გარდა იმისა, რომ ჩემთვის არის ძალიან ჭრელი და მრავალფეროვანი. ხშირად ხვდება ისეთი მუსიკალური ჟანრები, რომელიც ჩემთვის არ არის გამორჩეულად საყვარელი, მაგრამ, ალბათ, ესეც ერთ-ერთი პლუსია ამ ცერემონიის, რომ ყველა ჟანრის შემსრულებელს აქვს მონაწილეობის მიღების უფლება. გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ამ ჟანრს, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, რომანსი იქნება თუ ბალადური სიმღერა, არ ჰყავს ისეთი რაოდენობის მსმენელი, როგორიც პოპ-სიმღერას. შესაბამისად გამარჯვებას თუ ვითვლით ხმების ოდენობით, ის ადამიანები, რომლებიც ენერგიულ მუსიკას უფრო უსმენენ, შეიძლება არ იყვნენ იმდენი… თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანია პროცესი. იმ კუთხით, რომ რამდენიც იქნება, ის ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც ისმენს ამ სიღერას, ეს არის ყველაზე ძვირფასი, რადგან თუნდაც ერთ ადამიანამდე მაინც მივიდეს ის ნამუშევარი, რომელშიც უსაზღვრო ემოცია ჩადე“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ნეკა სებისკვერაძემ „ოქროს ტალღაზე“ ისაუბრა. მომღერალი აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის მეტ სიამოვნებას იღებს პროცესით, ვიდრე იმით, რომ შედეგზე იყოს ორიენტირებული.

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები