LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Never, Never Gonna Give Ya Up

ჰიტი, რომელზეც გიამბობთ, დღესაც ისეთივე პოპულარულია საქართველოში, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში . never never gonna give you up ბარი უაითმა დაწერა და შეასრულა მეორე ალბომისთვის სახელწოდებით „სთოუნ გონ“. ჰიტის პროდიუსერიც თავად მომღერალი იყო. ცნობილი სიმღერა სამოცდაათიან წლებში ალბომის პირველ სინგლი იყო და მეორე ადგილი დაიკავა არენდბისა და ცხელი ჰიპ-ჰოპ სიმღერების ჩარტში და მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა ბილბორდის ცხელ ასეულში. მოგვიანებით სიმღერა ევროპაშიც გავრცელდა და მეთოთხმეტე პოზიციაზე მოხვდა გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში.

ქავერ ვერსიებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო ბრიტანელი მომღერლის, ლიზა სტენსფილდის შესრულება, რომელიც ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს გამოიცა. ამ ვერსიამ მუსიკის კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. რეცენზიებიას ავტორებმა  ჩანაწერს „ბრწყინვალე“ და „ძლიერი“, მომღერლის ხმას კი მაცდური და სექსუალური უწოდეს. ამ ვერსიითვის კლიპი როკ შენქმა გადაიღო  და მოგვიანებით ფრენკი ნაქლზმა გრემი საუკეთესო გარემიქსეებული არა კლასიკური ჩანაწერისთვის მიიღო.

სიმღერის ყველაზე ცნობილმა ჩანაწერმა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში ოცდამეხუთე, ხოლო ბილბორდის ცხელ ასეულში სამოცდამეთოთხმეტე,  არენდბისა და ცხელი ჰიპ-ჰოპ სიმღერების ჩარტში კი ოცდამეთვრამეტე ადილები დაიკავა.  პირველ პოზიციაზე ჰიტი მხოლოდ კლუბური სიმღერების ჩარტში მოხვდა.

მსოფლიო ჰიტი ისეთმა ვარსკვლავებმა შეასრულეს, როგორებიც არიან: პიტერ უაითი, ქეიქი, უეიმენ ტისდეილი ტობ ქითთან ერთად და სხვები.

გიამბობდათ ჟურნალისტი, ნიკა კაცია

გადაცემის ჩანაწერი

https://www.youtube.com/watch?v=yw62QVLKOcs

https://www.youtube.com/watch?v=9DJfxR3Qm5c