ნია წივწივაძე: “ნიკუშა ჩემი პირველი გულშემატკივარია”

“გულის სიღრმეში ყველას გვჯეროდა, რომ  შეიძლებოდა ჩვენ გავმხდარიყავით მის საქართველო, მაგრამ არ ველოდებოდი, ნამდვილად და როცა გამოაცხადეს ჩემი გვარი, არც ვიცოდი როგორ გამომეხატა ემოცია. ძალიან დაბნეული ვიყავი; მოულოდნელი იყო და მოგვიანებით გავაცნობიერე, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში; რაც დრო გადის, ახლა ვხვდები როგორი ბედნიერი წუთები ყოფილა ის წუთები, როცა მე დამასახელეს; საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვქონდა; ცეკვა, ვარჯიში, იოგა და განრიგი იყო დატვირთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესი იყო იმიტომ, რომ გოგონები იმდენად თბილები და მეგობრულები არიან, რომ მარტივი აღმოჩნდა ყველაფერი; ყველა გულწრფელად მილოცავდა და მანამდეც ერთმანეთს ვეხმარებოდით, ყველაფერში; მის მსოფლიომდე ერთი წელი მაქვს, რომ მოვემზადო. ბევრი ვისწავლო და დავიხვეწო. უკვე დაწყებულია მოსამზადებელი პერიოდი, იმ დღიდან, როცა ამ კონკურსში მივედით; საამაყო გრძნობაა და საპასუხისმგებლო, როცა ქვეყანას წარადგენ; ბევრი გოგოა, ვინც ოცნებობს, რომ მის საქართველო გახდეს. ვეცდები, რომ ჩემს ბლოგზე აქტიურად აღვწერო როგორ გავხდი მის საქართველო;  ნიკუშა ჩემი პირველი გულშემატკივარია. პირველი მას ვუთხარი, როცა გადავწყვიტე მონაწილეობა და არის ადამინი, რომელიც ყველანაირად გვერდში მიდგას და დღესაც, როცა გადაცემაში მოვდიოდი მეუბნებოდა, ჩაიხედე სარკეში და იცოდე, რომ ყველაზე მაგარი ხარ” – რადიო “ფორტუნას” ეთერში ნია წივწივაძემ გამარჯვების შესახებ ისაუბრა. “მის საქართველო 2017” აღნიშნავს, რომ პირველი გულშემატკივარი მისი რჩეული, ნიკოლოზ ჭანტურიაა, რომელიც ყოველთვის ამხნევებს.