LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიაზ დიასამიძე: “გაგვიხარდება, თუ გავიმარჯვებთ“

“მადლობა, რომ ჩვენც ვმონაწილეობთ; საკუთარ თავზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ნებისმიერი მუსიკა შეიძლება იყოს სასიამოვნო, ან საჭირო, სხვადასხვა ადამიანისთვის. ამიტომ არ მჯერა შეჯიბრების; არ შეიძლება ერთმა სიმღერამ მოუგოს სხვას; გაგვიხარდება თუ გავიმარჯვებთ, მაგრამ მაგისთვის არ ვაკეთებთ ჩვენ მუსიკას, რომ ვიღაცას მოვუგოთ” – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ლიმონის კითხვებს ნიაზ დიასამიძემ უპასუხა.

შეგახსენებთ, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღა“ 23 ივნისს გაიმართება. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ 2013 წელს დაფუძნებული მასშტაბური მუსიკალური კონკურსი 17 ნომინაციაში გამარჯვებულს გამოავლენს, მათ შორის „ხალხის რჩეულსაც“, რომელიც goldenwave.ge-ზე დაფიქსირებული ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება. ნომინანტთა შორის  74 სიმღერაა წარმოდგენილი. მათ შორისაა ჯგუფი „33 ა“-ს სამი სიმღერა. „სიმღერა“, „სიყვარულის დროა“, „ნამი ველს“. თუ გსურთ, რომ ჯგუფმა ნომინაციში „ხალხის რჩეული გაიმარჯვოს“, გადადით ლინკზე და ხმა მიეცით სიმღერას.