ნიაზ დიასამიძემ ახალი ალბომი გამოუშვა სახელწოდებით “ქართული“

ნიაზ დიასამიძემ ახალი ალბომი გამოუშვა სახელწოდებით “ქართული“

30 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მუსიკოსი ნიაზ დიასამიზე სტუმრობდა.

– ნიაზ, როგორ შეიქმნა ახალი, რიგით მე-7 ალბომი, რომელსაც „ქართული“ დაარქვით?

– ალბომს, რომელშიც 10 ახალი კომპოზიცია შევიდა, თავისებური განწყობა აქვს, რომელიც ერთგვარ ლეიტმოტივად გასდევს ყველა კომპოზიციას. კონკრეტულად რაიმეს თქმა გამიჭირდება, რადგან ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად საინტერესოა ჩემი ახალი ნამუშევარი.

– რამდენიმე დღის წინ „თიბისი“-გალერეაში თქვენი და ჟურნალ „12“-ის ერთობლივი გამოფენა გაიმართა.

– მინდა დავაზუსტო, რომ ეს არა გამოფენა, არამედ ჟურნალის პრეზენტაცია იყო, რომელშიც ერთ-ერთი სტატია ფერწერას დაეთმო,   პრინტები ჟურნალის პრეზენტაციისთვის ერთგვარი გარემოს შესაქმნელად გამოიფინა, ორიგინალი ნახატები კი, ჯერ არ წარმომიდგენია.

 

 

3 თებერვალი, 2017

სხვა ჩანაწერები