LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა დვალიძე: „წელს Summer Set-ს უამრავი საინტერესო სტუმარი ეყოლება”

10

გადაცემის ლაივი LIVE

10 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ფესტივალის Summer Set საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნიკა დვალიძე სტუმრობდა, რომელმაც გადაცემაში ფესტივალის დეტალებზე ისაუბრა.

– ნიკა, Summer Set-ს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. საინტერესოა, წლევანდელი ფესტივალი რითი იქნება განსხვავებული, სად გაიმართება და რას შესთავაზებთ მელომანებს?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ფესტივალი Summer Set 2012 წლიდან იმართება და ამ ხნის მანძილზე 100-ზე მეტ უცხოელ არტისტს ვუმასპინძლეთ. თინეიჯერული წლები უკვე გაიარეთ და ასაკთან ერთად გამოცდილებაც შევიძინეთ, ამიტომ წელს მნიშვნელოვნად შევცვლილი ფორმატით წავრსდგებით და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებთან ერთად საინტერესოდ დასვენების მოყვარულებსაც დავპატიჟებთ. მართალია, წელს ჩვენი ღონისძიება 27 ივლისს გაიმართება თბილისის ზღვაზე, მაგრამ 2019 წლიდან უკვე გუდაურში გადავინაცვლებთ, სადაც მაქსიმალურად ვეცდებით დავნერგოთ მთის კურორტებზე ფესტივალების მოწყობის კულტურა და გუდაურიც არა მხოლოდ ზამთრის, არამედ ყველა სეზონის კურორტად ვაქციოთ. წელს ფესტივალის ტერიტორია ზონებად იქნება დაყოფილი, ასე რომ, ზოგი ბუნებაში დაისვენებს, ზოგი საცეკვაო მოედანზე გაერთობა, ცალკე ზონები დაეთმობათ ჩვენს სტარტ-აპერებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარი პროდუქციის წარმოებას და ახალგაზრდა არტისტებს რომელთაც, ნიჭის და არაჩვეულებრივი შემოქმედების მიუხედავად, ნაკლებად იცნობს ფართო საზოგადოება.

– როგორი იქნება ფესტივალის პროგრამა?

– წელს ფესტივალს უამრავი საინტერესო სტუმარი ეყოლება, მათ შორის ახალგაზრდების საყვარელი ჯგუფი Cigarettes After Sex,  ექსპერიმენტული ჯგუფი WhoMadeWho და შვედური პროექტი Gidge, რომელიც 2015 წელს უკვე გვსტუმრობდა და წელსაც მოუთმენლად ველით, ასევე ბრიტანელი არტისტი Koreless, რომელიც ელექტრონული მუსიკის მთავარ ექპერიმენტატორად ითვლება და რეივისა და ელექტრონული მუსიკის ცნიობილი შემსრულებელი Baikal. ღონისძიება საღამოს 7 საათზე დაიწყება და დილის 9 საათამდე გაგრძელდება.

გადაცემის აუდიჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები