LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ნანუაშვილი: ” შრომის უსაფრთხოების გარკვეული სტანდარტები დანერგილი, დაცული და გაკონტროლებული უნდა იყოს”

4

12 მაისს რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნესნიუსმა“  ბიზნეს ასოციაციის იურიდიულ ანალიტიკოსს ნიკა ნანუაშვილს უმასპინძლა.

– ბატონო ნიკა, ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მეტად აქტუალური გახდა შრომის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვის თემა, თუმცა, აზრი ორად გაიყო მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებშიც. რა პოზიცია გაქვთ თქვენ, როგორც ბიზნესის წარმომადგენელს და როგორია კონტროლის მექანიზმები დღეს, ავალდებულებს თუ არა კანონი კომპანიებს შესაბამისი ნორმების დაცვას თუ ეს მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული?

– თავიდანვე ხაზი უნდა გავიუსვა, რომ შრომის უსაფრთხოების გარკვეული პირობები და სტანდარტები დღეს თითქმის ყველა იმ საწარმოშია დანერგილი, სადაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, რამდენად სრულყოფილადაა დაცული ეს ნორმები და რამდენად კონტროლდება – ეს უკვე სხვა საკითხია. სამწუხაროდ, შრომის ინსპექცია ვერ ახორციელებს ეფექურ კონტროლს, რადგან არ გააჩნია მსგავსი უფლებამოსილება. ჩვენ, ბიზნესის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა ვეთანხმებით, რომ შრომის უსაფრთხოების გარკვეული სტანდარტები დანერგილი, დაცული და გაკონტროლებული უნდა იყოს შრომის ინსპექციის მიერ, რადგან საუბარია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, აუცილებელია, ჰქონდეს შრომის ინსპექციას ამ პირობების მონიტორინგის და გარკვეულ შემთხვევებში სანქციების დაწესების უფლებამოსილება. თუმცა, ეს პანაცია ვერ იქნება, რადგან  ვერც შრომის ინსპექცია, ვერც რეგულაცია ან მოთხოვნების გამკაცრება 100% ვერ დაგვიცავს რისკებისგან. საჭიროა ამ მიმართულებით ეტაპობრივი სვლა, რათა გაუმჯობესდეს პირობები და დაზღვეულ იქნას გარკვეული რისკები.

– არსებობს მოსაზრება, თითქოს სახელმწიფო ერთგვარად უფრთხილდება კომპანიებს და ინვესტიორებს, მაქსიმალურად ცდილობს შეუქმნას ხელსაყრელი პირობები და არ გამოიჩინოს მათ მიმართ ზედმეტი სიმკაცრე. რამდენად ეთანხმებით ამგვარ მოსაზრებას?

– ვფიქრობ, ამგვარი შეფასება ნაკლებად ობიექტირია, რადგან როგორც უკვე ავღნიშნე იქ, სადაც საფრთხე ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლეს, შრომის უსაფრთხოების გარკვეული სტანდარტები დაცულია, თუმცა, რამდენად თანამედროვეა ეს სტანდარტები უკვე განხილვის საგანია. ძალიან მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ თუ რა სტანდარტების დანერგვას ვაპირებთ, რადგან თუ ჩვენ შეერთებული შტატების ან ევროპის წამყვანი ქვეყნების მოდელი გვინდა გადმოვიტანოთ, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი რამ ჩვენთან არ იქნება ეფექტური, რადგან ძალიან დიდი განსხვავებაა საქართველოსა და განვითარებული ქვეყნების მსხვილი კორპორაციების ტექნოლოგიებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ უნდა იყოს დაცული, მაგრამ ყველაფერი გონუვრულად უნდა გაკეთდეს, რათა ყველასთვის მიზანშეწონილი და ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს.

– არის თუ არა ბიზნესი მზად დახარჯოს უფრო მეტი თანხა, ვიდრე აქამდე ხარჯავდა, რათა მაქსიმალურად შემციდრეს მსგავსი შემთხვევები?

– ბიზნესი მზადაა მიიღოს შრომის უსაფრთხოების გარკვეული სტანდარტები და თანახმაა, რომ შრომის ინსპექციამ გააკონტროლოს ეს სტანდარტები, იქ კი, სადაც რაიმეს შეცვლაა საჭირო, ბიზნესმა აუცილებლად უნდა გასწიოს გარკვეული ხარჯები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები