LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „საქართველოს არასდროს ჰყოლია ამ დონის მეცო-სოპრანო”

1

7 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ნიკოლოზ რაჭველი და ანიტა რაჭველიშვილი სტუმრობდნენ.

8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „დიპლომატები კულტურისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება, რომლის თანაორგანიზატორი თურქეთის საელჩო საქართველოში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ იქნება. პრეზენტაციის ბოლოს კი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გამართავს კონცერტს ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით,

– ნიკოლოზ, კონკრეტულად რისი მოსმენის საშუალება ექნება კონცერტზე მოსულ საზოგადოებას?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ საღამოს მთავარი მიზანი დიპლომატების გაერთიანებაა კულტურის მხარდასაჭერად. ჩვენი ორკესტრი კი, ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების, მათ შორის ბიძინა კვერნაძის და გია ყანჩელის, სტრავინსკის, მენდელსონის, ბეთჰოვენის და ბიზეს ნაწარმოებებს შეასრულებს.

– ნიკოლოზ, ცოტა ხნის წინ ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველისილი Opera Awards 2017-ის საუკეთესო ქალი მომღერლის ნომინაციაზეა წარადგინეს. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია Opera Award-ის ნომინმაცია?

– ანიტა მართლაც ბრწყინვალე მომღერალია, რომელსაც მსოფლიოს უდიდესი თეატრები მასპინძლობენ  და პუბლიკაც ყოველთვის ოვაციებით ხვდება, Opera Awards 2017-ის ნომინაცია კი, ვფიქრობ მისი შემოქმედების დაფასებაა. ანიტა მართლაც წარმოუდგენელი მუსიკოსია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს არასდროს ჰყოლია ამ დონის მეცო-სოპრანო.

– რამდენადაც ვიცი, ცოტა ხნის წინ ახალი შენობა – მუსიკისა და დრამის თეატრი გადმოგეცათ.

– დიახ, შეიძლება ითქვას, მე და დავით დოიაშვილმა „სახლები“ გავცვალეთ. მართალია, შენობას სერიოზული რემონტი სჭირდება, მაგრამ ძალიან მალე იქ უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი მოეწყობა, შესაბამისი აკუსტიკითა და  პარამეტრებით.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები