ნიკოლოზ ურუშაძე: „მაია ასათიანის პორტრეტი არის საოცრება“

ნიკოლოზ ურუშაძე: „მაია ასათიანის პორტრეტი არის საოცრება“

„ეს არის პირველი პერსონალური გამოფენა; გვინდოდა, რომ გადაგვეღო ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ გვინახავს ეკრანს მიღმა, ან მსახიობია,  მაგრამ მხოლოდ სცენაზე გვინახავს. ჩვენი სურვილი იყო სხვადასხვა ადამიანი ერთ სივრცეში გვეჩვენებინა. ძირითადი კონცეფცია არის შავ-თეთრი.  მოგეხსენებათ, რომ შავ-თეთრზე უფრო მკვეთრად გამოისახება ადამიანის შინაგანი ბუნება. გამოფენა თავიდანვე შრომატევადი იყო და არ შემიძლია, რომ არ ვთქვა, მაია ასათიანის თანადგომა და „პროფილის“ გუნდის. ყველა ფოტოზე ერთად ვიმუშავეთ და ვნახოთ შედეგი, როგორ შეაფასებს  დამთვალიერებელი. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გამოფენისთვის მხოლოდ შავ-თეთრი პორტრეტი შეგვერჩია. ვნერვიულობ, მიხარია და მომდევნო გამოფენებს სხვა კუთხით წავიყვან. მიხარია, რომ ისეთ გუნდთან ერთად ვარ მე, როგორიც არის „რუსთავი 2“. რთულია, როცა ადამიანს აჩვენებ საკუთარ ნამუშევარს და გინდა, რომ მან სიღრმე დაინახოს. შეიძლება გადაიღო 50 ფოტო, რომლიდანაც ერთი გჭირდება და ეს კიდევ ცალკე სირთულეა. ყველაზე მეტად მაია ასათიანის პორტრეტი არის საოცრება. გამოვყოფდი გია ბუღაძს პორტრეტს, რომელიც მრავლისმეტყველია და კიდევ ერთი პორტრეტი მომწონს – მომღიმარი, კეთილი გიორგი გაბუნია. გამოფენა 11 მაისს იხსნება გალერეაში “Black & White” – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ნიკოლოზ ურუშაძემ პირველი პერსონალური გამოფენის შესახებ ისაუბრა. ფოტოგრაფმა აღნიშნა, რომ ნერვიულობს და ამავდროულად დამთვალიერებლის ემოციებს ელოდება. ნიკოლოზს საკუთარი ნამუშევრებიდან, ყველაზე მეტად, მაია ასათიანის, გია ბუღაძისა და გიორგი გაბუნიას პორტრეტები მოსწონს.

8 მაისი, 2018

სხვა ჩანაწერები